ახალციხე ინნ: ტრადიცია და თანამედროვეობა ერთ სივრცეში

ტრადიციებისა და თანამედროვეობის გზაგასაყარზე, სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების გვერდით სასტუმრო "ახალციხე ინნ" მდებარეობს. იქ, სადაც ადრე თამარ მეფე ისვენებდა, სადაც ისტორიამ უამრავი ტაძარი, მონასტერი თუ ციხე შემოინახა, დღეს "ახალციხე ინნ"-ის გიდები სტუმრებს ისტორიულ თავგადასავალში მიუძღვებიან. სასტუმრო დაუვიწყარ გამოცდილებას, მოგონებებსა და გადატვირთული დღეებისგან განტვირთვისთვის იდეალურ გარემოს გვთავაზობს.

akhaltsikhe inn, ახალციხე ინნ

სასტუმროში შებიჯებისთანავე ქართული მოტივებით შექმნილ ინტერიერს შეხვდებით. კედლები "ვეფხისტყაოსნის" ამბავზე შექმნილი მიხაი ზიჩისა და მამუკა თავაქალაშვილის ნახატებითაა შემკული. აფორიზმი "რასაცა გასცემ შენია" კი, სასტუმროს უმთავრესი ღირებულებაა.

akhaltsikhe inn, ახალციხე ინნ

"ახალციხე ინნ" საქართველოს სამხრეთით მდებარე ისტორიულ კუთხეში ერთადერთი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროა. ის სტუმრებს დაუვიწყარ დასვენების დღეებს, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ადგილობრივი სულისა და ენერგიის შეცნობას ჰპირდება.

სასტუმრო საუკეთესო სარელაქსაციო ადგილია, სადაც ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად მშვიდი დღეების გატარებას შეძლებთ. "ახალციხე ინნ"-ის მაღალი დონის მომსახურებაში შიდა აუზი, ფიტნეს დარბაზი, სპა და სარელაქსაციო ოთახი შედის.

akhaltsikhe inn, ახალციხე ინნ

"ახალციხე ინნ" არ დაუშვებს, რომ სამცხე-ჯავახეთი ადგილობრივი მარგალიტის - სამზარეულოს დაგემოვნების გარეშე დატოვოთ. ამას კი რესტორან "ზედაშეს" შეფ-მზარეულები უზრუნველყოფენ. ულამაზესი ხედების ფონზე მესხური კერძების, მათ შორის ლოკოკინას, მესხური ხაჭაპურის, ტენილი ყველისა და სხვა გასტრონომიული საოცრებების დაგემოვნება შეგეძლებათ. "ზედაშე" თანამედროვე სამზარეულოსა თუ კოქტეილების მოყვარულებსაც არ დატოვებს გულგრილს.

ახალნციხე ინნ, Akhaltsikhe Inn, ლოკოკინა მესხურად

სასტუმროს სლოგანი ასეთია: "გაჰყევი თამარ მეფის კვალს". პირველი ქალი მეფის ისტორია სამცხე-ჯავახეთის მიდამოებში გადამხდარ ამბებს უკავშირდება. ერთი შეხედვით მყუდრო ქალაქის, ახალციხის ქუჩები თუ შენონები უამრავ მოგონებას ინახავს და სტუმრებს ელის, რათა დიადი წარსულის შესახებ მოუთხროს. რეგიონი კი უამრავი რამით გამოირჩევა, იქნება ეს კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი, ქართული და აზიური კულტურის შერწყმის ადგილები, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მუზეუმები თუ ციხეები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს.

akhaltsikhe inn, ახალციხე ინნ, ტური სამცხე-ჯავახეთში

იმისთვის, რომ რეგიონში თქვენი მოგზაურობა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გახდეს, სასტუმრო "ახალციხე ინნ" სათავგადასავლო და შემეცნებითი სახის ტურებსაც კი გვთავაზობს. ტურის ფარგლებში გიდებთან ერთად ისტორიულ ძეგლებს მოინახულებთ. უახლოესი ტური 23-25 აგვისტოსაა ჩანიშნული. სტუმრები ფარავნის ტბას, ვარძიასხერთვისისა და ახალციხის ციხეებს, ფოკას, საფარისა და ზარზმის მონასტრებს მოინახულებენ. ტური მგზავრობას, სასტუმროში ორი ღამით განთავსებას, საუზმესა და ია ტომაში x ილია აბესაძის მუსიკალურ საღამოს მოიცავს.

ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ დაგეგმილი სად გაატაროთ ზაფხულის ბოლოს შემონახული დასვენების დღეები, იცოდეთ, რომ სამცხე-ჯავახეთში "ახალციხე ინნ" გელით. თქვენ ადგილას, გასტრონომიულ, ისტორიულ და კულტურულ თავგადასავალში დიდი სიამოვნებით გადავეშვებოდი.

ზევით