მზის სხივების ქვეშ გატარებულმა ზაფხულის თვეებმა გარუჯული კანი დაგვიტოვა. მზისგან დამცავ საშუალებებს ყველა ჩვენგანი იყენებს, მიუხედავად ამისა მზის ზემოქმედება, სითბო და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კანისა და სხეულის მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე იმ პროცედურებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულის შემდგომ კანისა და სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
მზის სხივების ზემოქმედების შედეგად დაზიანებული კანის აღდგენა.
სანაპიროზე წოლისა და დასვენებისას ნაკლებად ვფიქრობთ რუჯის მიღების უარყოფით მხარეებზე. ამ პროცესის დროს UV გამოსხივება მზის დამწვრობას, ჰიპერპიგმენტაციას, წვრილი ნაოჭების გაჩენასა და ნაადრევ დაბერებას იწვევს. მზის ხანგრძლივი ზემოქმედება კოლაგენისა და ელასტინის სტიმულაციას არღვევს, რასაც კანის სტრუქტურის დაზიანებამდე მივყავართ. ქიმიური პილინგი და კანის ლაზერული გაახალგაზრდავება მზისგან დატოვებულ ლაქებს შეგიმცირებთ, დაზიანებულ კანს აღადგენს და ახალი, ჯანმრთელი კანის უჯრედების სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ამ ყველაფრისთვის გლიკოლის მჟავის, კარბონის და TCA-ის პილინგი, CO2-სა და Fraxel-ის ლაზერები დაგეხმარებათ.
კანის ჰიდრატაცია
ზაფხულის სიცხე, მზე და აუზის ქიმიკატები ხშირად კანს გვიშრობს. კანის დატენიანება (ჰიდრატაცია) ანტიოქსიდანტებზე დაფუძნებული პროცედურებით ხელს უწყობს ტენიანობის აღდგენას, კანის ბარიერის გაძლიერებასა და მზისგან გამოწვეული თავისუფალი რადიკალების ზიანის შემცირებას. კანის დატენიანება აუცილებელია კანის ბზინვარებისა და ჯანმრთელი იერის დასაბრუნებლად. აღნიშნული ისეთი პროცედურების დახმარებით შეგიძლიათ, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, hydrafacial, მეზოთერაპია.
ანთების და შეშუპების შემცირება
სიცხე და ტენიანობა კანის გამოშრობასთან ერთად სხეულში წყლის მოძრაობის შეკავებასა და ანთების მატებას იწვევს. ლიმფური სადრენაჟე მასაჟები გვეხმარება შეშუპების შემცირებაში, ცირკულაციის გაუმჯობესებასა და სხეულის დეტოქსიკაციაში. ასეთი პროცედურებია ხელით მასაჟი, პრესოთერაპია ან LPG და ისინი შეშუპების შემცირებასა და სხეულის სამომავლო ოპერაციებისთვის მომზადებისთვისაა მნიშვნელოვანი.
კოლაგენის სტიმულირება
კოლაგენი წარმოადგენს პროტეინს, რომელიც კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას უნარჩუნებს. მზის ზემოქმედება ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც იწვევს დაბერების ადრეულ ნიშნებს. ამისათვის ყველაზე რეკომენდებული პროცედურებია კოლაგენის სტიმულატორების გამოყენებით: Sculptra, Radiesse, Ellanse.
სხეულის კონტურირება
იმისათვის, რომ ცხიმოვანი უჯრედები შემცირდეს და კანი გამკვრივდეს არაინვაზიურ, სხეულის კონტურირების პროცედურებს გირჩევთ - Coolsculpting ან Radio-Frequency (RF) თერაპიები. აღნიშნული ჩარევები სხეულის ფორმის შენარჩუნებასა და ქირურგიული შედეგების გაუმჯობესებას ემსახურება.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.