არ აქვს მნიშვნელობა დილის მორბენალი ბრძანდებით თუ საღამოს - თქვენი თავით აუცილებლად უნდა იამაყოთ. სირბილს უდიდესი სარგებელის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის, მის დადებით მხარეებზე საუბრისას აუცილებლად უნდა გამოვყოთ გაუმჯობესებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
თუმცა ზოგჯერ, ჩვენდა უნებურად, ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და ეს ბუნებრივიაა, მთავარი მათი დროულად აღმოჩენა შევძლოთ და თავიდან ავირიდოთ გართულებები, რომლებიც არასწორმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს.
1. სტატიკური გაჭიმვები
კვლევებმა აჩვენეს, რომ სირბილამდე სტატიკური გაჭიმვების კეთება ჩვენი სხეულისთვის სულაც არ არის სასარგებლო, ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი ამ ტიპის გაჭიმვების წყალობით ჩვენ ბევრად ნელი ტემპით ვიწყებთ სირბილს, რადგან სხეული თუ კუნთები უკვე ზედემტად დავტვირთეთ.
2. ზემდეტი ჭამა
ეს პუნქტი ყველაზე ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, თუმცა შეხსენება და გამეორება ყოვეთვის გვჭირდება. სირბილამდე დიდი რაოდენობით საკვების მიღება თავიდან აუცილებლად უნდა ავირიდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვსმენია თუ რა სარგებელი მოაქვს მორბენალთათვის ნახშირწყლებს, დიდი ულუფა საუზმე აუცილებლად ცუდ შეგრძნებას დაგიტოვებთ მუცელში.
3. ნაკლები ან ზედემტი ჰიდრატაცია
ამ შემთხვევაში, არც ერთი უკიდურესი ზომა არ გამოიყურება სახარბიელოდ, თუ კი სახლიდან გასვლამდე წყალს დავლევთ, ეს არ იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის საკმარისი სირბილისას, ხოლო თუ კი მთელი დღის დოზის მიღებას სწორედ ამ სპორტული აქტივობის დროს გადავწყვეტთ, ეს კიდევ უფრო გვაზარალებს,.
მაშინ როგორ მოვიქცეთ? - ოპტიმალური ვარიანტი ასე გამოიყურება: მივიღოთ გარკვეული რაოდენობის წყალი უშუალოდ სირბილის დროს, დარჩენილი ლიტრები კი მთელ დღეზე გადავანაწილოთ.
4. აბაზანაში არ შევლა
თუ კი თქვენც ჩვენსავით დილის მორბენალი ბრძანდებით, მაშინ გირჩევთ, რომ სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე არ მიიღოთ სითხე და როგორც არ უნდა დაგეზაროთ, ყოველთვის დარწმუნდით, რომ სარბენ გზაზე მიმავალებმა აბაზანაში უცილობლად შეიარეთ.
5. საკუთარი სხეულის უგულებელყოფა
არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ როგორი გეგმის შესრულება გვსურს დღეს, თუ კი ჩვენი სხეული გვეუბნება, რომ ამისთვის ზედმეტად გამოფიტული და დაღლილია, მას შესვენების საშუალება უნდა მივცეთ. ჩვენს ორგანიზმს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა დავუგდოთ ყური, მასზე უკეთ ვერავინ გვეტყვის რა დატვირთვის უნდა ვირბინოთ და როგორ.