#მხატვრობა

Tbilisi Art Fair დღეიდან ბრუნდება

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ბოლო წლებში თბილისში არც თანამედროვე ხელოვნება და არც გამორჩეული გამოფენები გვაკლია. ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ღონისძიებამ, რომელიც დღეიდან ღიაა სტუმრებისთვის. უკვე მეოთხე წელია, რაც ქართველი, თუ უცხოელი არტისტების გამორჩეული ნამუშევრები Tbilisi Art Fair-ზე იყრის თავს. რეგიონის ყველაზე მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ევროპისა და აზიის არაერთ გალერეასა და დამოუკიდებელ მხატვართან თანამშრომლობს. ხელოვნების ბაზრობას წელსაც ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცე მასპინძლობს და მისი დათვალიერება 11-დან 14 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TAF (@tbilisiartfair)

ღონისძიების მთავარი მიზანი ევროპისა და აზიის ყურადღების მიღმა დარჩენილი, თუმცა არანაკლებ ღირსეული სახელოვნებო სცენების წინ წამოწევა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

 

ღონისძიება ასევე სტიმულს აძლევს ახალგაზრდა, დამწყებ არტისტებს და ერთმანეთთან აკავშირებს კოლექციონერებს, კურატორებსა და ხელოვანებს ადგილობრივ, თუ საერთაშორისო არენაზე. თბილისის ხელოვნების ბაზრობა ხელს უწყობს ხელოვანთა მობილობას სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითი, თუ არტისტული პროექტებისთვის. ყოველივე ეს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პროფესიული უნარების გაუმჯობესებასთან ერთად, არამედ ცნობადობის გაზრდისა და ფინანსური გაძლიერების შანსებს ზრდის.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TAF (@tbilisiartfair)

ბაზრობაზე 40-მდე გალერეის წარმომადგენლები იყრიან თავს, მათ შორის ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მათ გარდა გამოფენა-გაყიდვაზე გალერეებისგან დამოუკიდებელი, ინდივიდუალური არტისტების ნამუშევრები დაგხვდებათ, რომლებიც TAF-ის ცალკეულ სექციაში “Hive” იქნება თავმოყრილი. მისი მონაწილეები ქართველი და უცხოეული სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ აარჩია. 

ნამუშევრების დათვალიერებისა და შეძენის გარდა, თბილისის ხელოვნების მუზეუმზე პროფესიონალი მხატვრებისა და კურატორების გამოსვლების მოსმენაც შეგეძლებათ. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TAF (@tbilisiartfair)

TAF ქართველ საზოგადოებას უნიკალურ შანსს აძლევს, გაეცნოს ქართულ და უცხოურ თანამედროვე მხატვრობა, ფოტოგრაფიასა თუ ხელოვნების სხვა დარგს ერთ სივრცეში. თუ ხარ დამწყები ხელოვანი, ან უბრალოდ ქართული კულტურის განვითარების მომსწრე გინდა გახდე, აუცილებლად უნდა ესტუმრო ექსპო ჯორჯიას. ბილეთის ფასი 25 ლარს შეადგენს, ხოლო მისი შეძენა Tkt.ge-ზე შეგიძლიათ. სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის კი ბილეთის ღირებულება 10 ლარია. სპეციალური ფასი ადგილზე შეძენისას იმოქმედებს.

ზევით