თითოეულ მოგზაურს საკუთარი გზა აქვს. ზურგჩანთის მოკიდებისას ყველა ადამიანის გულში განსხვავებული ემოცია და ფიქრი ტრიალებს. დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან წამოსულ მოგზაურებს კი, მსოფლიოს მასშტაბით 70 ქვეყანაში ibis-ის სასტუმროები უღებს კარს.
ზაფხული სამოგზაუროდ იდეალური დროა. თანაც, წელიწადის ცხელ თვეებში უამრავი ფესტივალი და კონცერტი იმართება. ერთ-ერთი მათგანი Sziget ფესტივალია, რომლის ფარგლებშიც უნგრეთის დედაქალაქი ყოველწლიურად ასობით ათას მუსიკის მოყვარულს მასპინძლობს. ფესტივალი 6 დღე გრძელდება და მსმენელს 60 სხვადასხვა სცენაზე, ათასზე მეტ შოუს სთავაზობს. Sziget-ის მხარდამჭერებში ibis-იც იწერება.
სლოგანით Go Get It, საერთაშორისო ბრენდის გუნდი თავგადასავლების მოყვარულ ხალხს მოუწოდებს, ნაბიჯები წინ თამამად გადადგან და დიდი ხნის ჩაფიქრებული ოცნებები აისრულონ.
Sziget-ი 1993 წლიდან არსებობს და მხოლოდ მუსიკალური დღესასწაული როდია. აგვისტოს 6 დღე ხელოვნების სხვადასხვა დარგის პერფორმანსებით და საინტერესო პროგრამითაა დახუნძლული. ტერიტორიაზე ცირკისთვის, მუზეუმებისა თუ თეატრისთვის განკუთვნილ სივრცეებს შეხვდებით. აქ არტისტები თავიანთი ტალანტის წარმოსაჩენად და სხვა პერფორმერების გასაცნობად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.
Sziget უნგრულად "კუნძულს" ნიშნავს. ფესტივალიც ბუდაპეშტის გულში, კუნძულ ობუდაზე ტარდება.
Sziget-ის პარტნიორი ibis-ის ბრენდი მუსიკისადმი მხარდაჭერით გამოირჩევა. 2019 წლიდან არსებობს ibis MUSIC, რომელიც ევროპის უდიდეს ფესტივალებთან თანამშრომლობით მსმენელების საფესტივალო დღეებს დაუვიწყარს ხდის და ახალბედა მუსიკოსებს წარმატების გზას უკვალავს. წელს Sziget-ის ფესტივალზე ibis-ის სცენა - THE BUZZ Stage ამომავალ ვარსკვლავებს დაეთმო.
ibic MUSIC-ის დახმარებით სხვადასხვა კულტურისა და წარმომავლობის ადამიანები მუსიკის ირგვლივ ერთიანდებიან. ამავე მიზანს ემსახურება ბუდაპეშტის მუსიკალური დღესასწაულიც. Sziget-ი ევროპის უდიდესი ფესტივალების რიგებში იწერება. წელს უნგრეთის დედაქალაქში მსოფლიო ვარსკვლავებმა კაილი მინოუგიმ, სტორმზიმ, სემ სმიტმა, ავრორამ და სხვებმა იმღერეს.
2024 წლის Sziget-ი განსაკუთრებული იმით იყო, რომ ibis MUSIC-ისა და ALL.com-ის ინიციატივით უცხოელი ჟურნალისტებისა და ინფლუენსერების ჯგუფი ობუდაზე, მუსიკალური თავგადასავლის შუაგულში აღმოჩნდა. ამ მოგზაურობის ნაწილი TheDiary-ც იყო.
ibis-ის სტუმრებმა დედაქალაქი დაათვალიერეს, ფესტივალის ენერგიით დამუხტულები კი შინ დაუვიწყარი მოგონებებითა და ახალი ურთიერთობებით დაბრუნდნენ. მათ მეგზურობას პოლონურ-ფრანგული ბენდი BeMy უწევდა.
უდავოა, რომ მუსიკას ადამიანების დაკავშირებისა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნის მაგიური უნარი აქვს. დაარსების დღიდან, ibis MUSIC ფანებს, სტუმრებსა და უბრალოდ მუსიკის მოყვარულებს საოცარი პერფორმანსების ხილვისა და დაუვიწყარი შეგრძნებების გამოცდის შანსს აძლევს.
ივლისში ibis MUSIC-მა შვეიცარიაში გამართულ Montreux-ის ფესტივალზე ჯაზის მოყვარულების გული მოიგო. შემდეგ იყო ლისაბონში გამართული Rock in Rio, სადაც ედ შირანმა, დოჯა ქეთმა და ძმებმა ჯონასებმა იმღერეს. ზაფხულის საფესტივალო დღეები Sziget-ით დაგვირგვინდა. ბუდაპეშტის ფესტივალი მსმენელს 2025 წლის 6-11 აგვისტოს დაუბრუნდება. ibis MUSIC კი, ახალი ხმების აღმოჩენასა და მსოფლიოს მასშტაბით მუსიკის მხარდაჭერას აგრძელებს.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.