ბოლო ხანია, პაპარაცების ობიექტივში მოხვედრილი A-lister-ების ჩაცმის სტილთან ერთად, ყურადღებას ახალ დეტალზე ვამახვილებთ - თუ რომელი წიგნი უჭირავთ ხელში ჩვენთვის საყვარელ მსახიობებს, მოდელებს და მუსიკოსებს. ცნობილი ადამიანების ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ხანდახან გვავიწყდება, რომ მათ საერთოდ არ ვიცნობთ. იმით, თუ რას კითხულობენ ისინი, ვარსკვლავების პიროვნებებზე ბევრი რამის გამოცნობა შეგვიძლია.
“ეიფორიისა” და “Saltburn”-ის მსახიობი ჯეიკობ ელორდი პაპარაცებმა სარდინიაზე არდადეგების დროს, აუზთან ფრანგი მწერლის, ჟან კოქტოს წიგნით ხელში დააფიქსირეს. ჯეიკობ ელორდი ინსტაგრამ გამომწერებისთვის წიგნების რეკომენდაციებსაც არ იშურებს. მის საყვარელ წიგნებს შორისაა ჯეკ კერუაკის “გზაზე”, წიგნების წიგნი “ოდისეა” და ჟან პოლ სარტრის “გულისრევა”.
სუპერმოდელი კაია გერბერი ფაქტობრივად არსად გამოჩენილა წიგნის გარეშე. მას წიგნის კლუბი, “Library Science”-იც კი აქვს. მოდელის ლიტერატურული გემოვნება პლატონისა და ისეთი თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს მოიცავს, როგორიცაა სალი რუნი და ჯოან დიდიონი. კაია გერბერი პაპარაცებმა მარიო ვარგას ლიოსას წიგნით ხელშიც დააფიქსირეს.
სალი რუნის კითხულობს სარა ჯესიკა პარკერიც. ნიუ-იორკელი ჟურნალისტის, ქერი ბრედშოუს როლს სარა ჯესიკა პარკერი ალბათ ნახევარი ცხოვრებაა ასრულებს და მოსალოდნელიც იყო, რომ მსახიობს სერიალის გადაღებების დროს, განსატვირთად წიგნის კითხვა უყვარს.
კენდალი პაპარაცებმა Darcie Wilder-ის პოსტმოდერნული რომანით ხელში დააფიქსირეს. “Literally show me a healthy person” - ასე ჰქვია "მომავლის წიგნად" აღიარებულ რომანს, რომელშიც უგულებელყოფილია სინტაქსი და გრამატიკა. მეორე წიგნი, რომლითაც კენდალი დააფიქსირეს, ესეების კოლექციაა სახელად “Tonight I’m Someone Else”. წიგნი ინტროსპექციული, ფსიქოანალიტიკური და მელანქოლიური პერსონალური ესეებისგან შედგება.
ჯიჯი და ბელა ჰადიდების წიგნების კოლექციასაც გადავხედოთ. ბელა ჰადიდი სტივენ კინგის, 2018 წელს გამოცემული წიგნით, “Outsider”-ით ხელში გამოჩნდა. ჯიჯი ჰადიდი კი, ეგზისტენციალისტი მწერლის, ალბერ კამიუს “უცხოს” კითხულობს.
პაპარაცები დუა ლიპასაც ხშირად აფიქსირებენ წიგნით ხელში. მომღერალი ინსტაგრამ სთორებში თავადაც გვიზიარებს წიგნების რეკომენდაციებს. დუა ლიპა სანაპიროზე ხალიდ ჰოსეინის წიგნით - “ათასი მოელვარე მზე” გამოჩნდა. ინგლისელი მომღერალი პატი სმიტსა და ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერს, “On Earth We’re Briefly Gorgeous”-საც კითხულობს.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.