თბილისის თეატრებში, სპექტაკლის ბილეთების ყიდვა რთული ამბავია. საბედნიეროდ, თეატრალური საქმიანობა მაყურებლისგან ყოველწლიურად უფრო და უფრო ფასდება, თუმცა პატარა ქალაქებსა და რეგიონებში განსხვავებული სურათი გვაქვს. ამ პრობლემის გამოსწორების საქმეს კი აჭარაში ხელი უკვე მოჰკიდეს.
დღეს თეატრალურ ფესტივალზე და იმ ახალგაზრდა მსახიობებზე მიგიყვებით, რომლებიც სასწაულებს ჩადიან. 2021 წელს, პეტრე ჩარგეიშვილმა და მიხეილ გაბაიძემ საინტერესო პროექტი, "პირველი ავტოგრაფი" წამოიწყეს. სულ მალე, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 43 სასკოლო თეატრალური დასი შეიქმნა და სკოლის მოსწავლეებმა ქართული ლიტერატურული ნაშრომების სცენაზე გაცოცხლება დაიწყეს.
თანატოლების ცხოვრებაში ახალი საქმიანობა გაჩნდა, რომელიც Gen Z-ის სოციალურად აქტიურობაში, კომპლექსების დაძლევასა და ახალი ურთიერთობების წამოწყებაში ეხმარება. ფესტივალი/კონკურსის შემოქმედებითმა ჯგუფმა მოსწავლეებისთვის თეატრალური სამყაროს შეყვარება დაისახა მიზნად. ისინი ცდილობენ მოზარდებისთვის ქართველი დრამატურგების, მეზღაპრეებისა და მწერლების ნაწარმოებები აქტუალური გახადონ.
შედეგმაც არ დააყოვნა და დღეს, აჭარაში თითქმის ყველამ იცის "პირველი ავტოგრაფის" შესახებ, თეატრში ცარიელი ადგილებიც შეივსო და ამ სფეროს მიმართ საოცარი ინტერესიც გაჩნდა.
თავიდან, ამ სიახლეს მოსწავლეები სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ როგორც კი სცენის მტვერი ჩაყლაპეს, თეატრიდან გამოსვლა აღარავის მონდომებია. სასკოლო დასები თეატრალურ წარმოდგენებს ბათუმის თეატრებში, მუზეუმებში, სამანქანო ლაბორატორიასა თუ საქალაქო სასამართლოში მართავდნენ.
ბოლო ფესტივალის გამარჯვებული, საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში, ბათუმის სკოლა ევრო-2000 გახდა. ირაკლი ჯინჭარაძე, რომელიც სკოლაში მუსიკის მასწავლებელია, თავისი სარეჟისორო ოსტატობით ცნობილი ქართული პიესებით, "შეყრა", "გაყრა" და "ქეთო და კოტე", ახალი მიუზიკლი, სახელად "მზის დაბნელება საქართველოში", დადგა. მან სკოლაში მომღერალი ბავშვები შეკრიბა და დაუღალავი შრომით, დასის წევრებმა კონკურსში გამარჯვებაც შეძლეს. ჟიურის წევრების დახმარებით კი, გამარჯვებული სპექტაკლი 13 მაისს, ნოდარ დუმბაძის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზეც დაიდგა.
"პირველი ავტოგრაფი" აჭარის სკოლებს აერთიანებს, მალე კი საფრანგეთისა და თურქეთის დასებსაც უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობისთვის მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. მთავარია სასკოლო თეატრალური დასი არანაკლებ 15 ბავშვისგან შედგებოდეს და 20-50 წუთიანი, ქართული ნაწარმოების დადგმა წარმოადგინოს. ფესტივალის ჟიური მონაწილეებს რამდენიმე კატეგორიის მიხედვით აჯილდოებს, ესენია; საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო მსახიობი გოგო და ბიჭი, საუკეთესო სცენოგრაფია, ქორეოგრაფია.
მთავარი პრიზი, "არლეკინია", რომლის ძეგლიც დიდი ხნის განმავლობაში, ბათუმის ცენტრალურ პარკს ამშვენებდა და ბათუმელებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი იყო. "არლეკინი" მონაწილეების გარდა, გადაეცემა იმ ხალხს, რომელიც ბავშვებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეებს უდგას სათავეში. "არლეკინის" მფლობელია მეზღაპრე გურამ პეტრიაშვილი, გოგა პიპინაშვილი და კომპოზიტორი დავით მალაზონია.
"პირველი ავტოგრაფი" ძალიან საინტერესო პროექტია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ორგანიზატორები მზად არიან, თავიანთი გამოცდილება სხვა რეგიონებში ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებსაც გააცნონ, რათა უფრო და უფრო მეტ ქართველ მოსწავლეს მიეცეს შანსი, გახდეს თეატრალური სამყაროს აქტიური წევრი. ხელოვნების ხელშეწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში.
უნდა შევეცადოთ, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც უფრო მეტად შემოქმედებითი სფერო აინტერესებთ, ზუსტად იგივე შესაძლებლობები და ყურადღება ჰქონდეთ, როგორიც მეცნიერებით დაინტერესებულ ბავშვებს აქვთ ხოლმე. პირველი ნაბიჯი "პირველმა ავტოგრაფმა" უკვე გადადგა, ახლა ჩვენი ჯერია ამ გზაზე სიარული განვაგრძოთ.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.