დიდხნიანი მზადებისა და ლოდინის შემდეგ, პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს აიღებს სტარტს. საფრანგეთის დედაქალაქში გამართული სპორტული ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი მოდის სახლი Louis Vuitton, რაც იმის ნიშანია, რომ მოდისა და სპორტის გადაკვეთას კიდევ ერთხელ ვიხილავთ. აღსანიშნავია, მონაწილე ქვეყნებმა უკვე წარადგინეს სპორტსმენთა უნიფორმები, რომლებიც ცნობილი ბრენდების, მათ შორის რალფ ლორენისა და პუმას მიერაა შექმნილი.
მონღოლეთი
მონაწილე ქვეყნების ფორმები ეროვნულ მოტივებზეა შექმნილი და მათ კულტურასა და ისტორიას წარმოაჩენს. ოლიმპიურმა სამოსი, რომელმაც ხალხის ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, მონღოლური ბრენდია Michel & Amazonka.
მონღოლეთის დედაქალაქსი, ულან-ბატორში დაფუძნებული მოდის სახლის მიერ შექმნილი სამოსი ხალხის რჩეული ტყუილუბრალოდ არ გამხდარა, ის მონღოლური ტრადიციული სამოსისა და თანამედროვე მოდის ტენდენციების ნაზავს წარმოგვიდგენს. მონღოლეთის კომიტეტის ცნობით, თითოეული უნიფორმის შექმნას საშუალოდ 20 საათი დასჭირდა. სამოსს, რომლითაც აზიური ქვეყნის სპორტსმენები გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე წარდგებიან, წარწერა - Go Mongolia Team აქვს ამოქარგული.
საფრანგეთი
საფრანგეთის ოლიმპიური გუნდის უნიფორმა სტეფან ეშპულმა Le Coq Sportif-თან თანამშრომლობით შექმნა. კოლაბორაცია დიზაინერის ინოვაციურ მოდასა და Le Coq Sportif-ის ისტორიულ მემკვიდრეობას აერთიანებს სპორტულ ტანსაცმელში. უნიფორმებზე საფრანგეთის დროშის ლურჯი, თეთრი და წითელი ფერები თანამედროვე გრადაციული დიზაინითაა წარმოდგენილი. სპორტული სამოსი როგორც ვიზუალით, ასევე ფუნქციონალურობითა და კომფორტულობით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ სტეფან ეშპულის სპეციალური მოთხოვნით უნიფორმა ადგილობრივად აწარმოეს, რაც მას ეროვნულ მოტივებს მატებს.
კანადა
კანადურმა სპორტულმა ბრენდმა Lululemon-მა წელს კანადისთვის სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ფორმები შექმნა. ნათელი წითელი პრინტები მაყურებლის ყურადღებას მარტივად იქცევს. ფორმები არა მხოლოდ ვიზუალურადაა გასაოცარი, არამედ კონცეფციითაც, რომლის მეშვეობითაც, ბრენდი სპორტისა და მოდის სამყაროში ადაპტაციურობისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. კომპლექტი სხვადასხვა ფორმის სხეულების მხარდასაჭერადაა შექმნილი.
ამერიკა
რალფ ლორენი 2008 წლიდან მოყოლებული ამერიკელ ოლიმპიელთა სამოსს ქმნის. წლევანდელი ფორმაც კლასიკურ ამერიკულ სტილს ეხმიანება, რომლითაც მოდის სახლი ყველაზე ცნობილია. აშშ-ს ათლეტები გახსნის ცერემონიაზე ბრენდი ზოლიანი პერანგით, პიჯაკით, ლურჯი ჰალსტუხითა და ღია ფერის ჯინსით წარდგებიან. დახურვის ცერემონიისთვის კი მრბოლელის სტილის თეთრი ქურთუკებით, გაფორმებული USA - წარწერითა და დროშით. დიზაინებში გამოყენებული წითელი, ლურჯი და თეთრი ფერები ათლეტების ქვეყანას მარტივად გამოსაცნობს ხდის.
აშშ-ს ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის სარა ჰირშლენდის თქმით, უნიფორმის თითოეული ნაწილი სიამაყით იწარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იამაიკა
იამაიკის დროშის ფერების შესანიშნავი კომბინაციით არაერთი ფორმა გვინახავს. ამჯერად შავი, ყვითელი და მწვანე პუმას დიზაინში იყრის თავს.
იამაიკა ოლიმპიადის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მონაწილედ თავისი მძლეოსანი სპორტსმენებით იქცა, რომლებმაც სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას 86 ოლიმპიური მედალი, მათ შორის, 26 ოქრო, მოუტანეს. პუმას დირექტორმა არნე ფრეუნდტმა აღნიშნა, რომ დიზაინი სწორედ მძლეოსნების სიჩქარესა და მოდას აერთიანებს. ფერადი ზოლები კი სპორტსმენების მოძრაობის სანახაობრივ იმიტაციას ქმნის.
ავსტრალია
ავსტრალიის ოლიმპიური გუნდის ოფიციალური ფორმა ლურჯ-მწვანე პიჯაკებით, ნაკეცებიანი ყვითელი და თეთრი ქვედაკაბებით, თეთრი შორტებითა და სპორტული ფეხსაცმელებითაა წარმოდგენილი. სამოსი უნიკალურ დეტალებს შეიცავს - ავსტრალიელ ოლიმპიელთა ფიცი თითოეული პიჯაკის მკერდის ჯიბეზეა ამოქარგული, ხოლო ნაჭრის შიდა მხარეს ქვეყნის 301 ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოჩანს. უნიფორმა შარფსაც მოიცავს, რომელზეც ოლიმპიური მოკრივის პოლ ფლემინგის ნამუშევარი "Walking Together" არის დაპრინტული.
საქართველო
საქართველო ზაფხულის ოლიმპიადაზე წელს 28 სპორტსმენით იღებს მონაწილეობას, მათ შორის, 4 ოლიმპიური ოქროს მფლობელია. დიზაინერ სიმონ მაჩაბელის მიერ შექმნილი ფორმა ნაციონალურ ელემენტებს შეიცავს და წითელ და თეთრ ფერებშია წარმოდგენილი. მათ ჩაცმულობაზე ცნობილმა დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა იზრუნა.
შარვლებსა და მაისურებზე ეიფელის კოშკების პრინტით აწყობილი ჯვრებია გამოსახული. ფორმამ სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ხალხის ნაწილი მას წლის უდიდესი სპორტული ღონისძიებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.