#კულტურა #ფოტოამბავი

ANNIE LEIBOVITZ x IKEA პარიზის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ერთი შეხედვით უცნაური და მოულოდნელია ცნობილი ფოტოგრაფის, ენი ლეიბოვიცისა და სკანდინავიური ავეჯის ბრენდის, იკეას კოლაბორაცია. ენი ლეიბოვიცის შემოქმედება ძირითადად სელებრითების ფოტოპორტრეტებსა და მოდის ჟურნალების გარეკანებს მოიცავს, თუმცა თავადვე ამბობს, რომ იკეასთან კოლაბორაცია მისთვის საოცნებო პროექტი იყო. ამის მიზეზად კი შეგვიძლია ისიც ჩავთვალოთ, რომ ფოტოპროექტი სახლსა და ოჯახის ყოველდღიურობას ეხება.

ენი ლეიბოვიცი, ფოტოგრაფი, იკეა, ikea, გამოფენა, პარიზის მოდის კვირეული

იკეას მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს გარშემო ადამიანების 48% თვლის, რომ მედიაში მათი ოჯახური ყოფა არასაკმარისადაა წარმოდგენილი. პროექტის მიზანს სწორედ ამ ფაქტის გამოსწორება და რიგითი ადამიანების ოჯახურ ცხოვრებაზე ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.

ენი ლეიბოვიცი, ფოტოგრაფი, იკეა, ikea, გამოფენა, პარიზის მოდის კვირეული, photographer, annie

ფოტოგრაფმა პროექტზე მუშაობისას 7 ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის იაპონიაში, იტალიაში, ინდოეთსა და აშშ-ში, იმისათვის, რომ დოკუმენტურად აღებეჭდა ოჯახისა და სახლის ერთმანეთისგან განსხვავებული სახეები. ფოტოებზე წარმოდგენილი ადამიანები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ან სულაც მარტო არიან წარმოდგენილი სახლის მყუდრო ინტერიერში, ან მის გარეთ, რითაც ფოტოგრაფი გვაჩვენებს, რომ ოჯახისა და სახლის კონცეფცია სრულიად სხვადასხვაგვარად გამოიყურება განსხვავებული კულტურის ადამიანებში.

ენი ლეიბოვიცი, ფოტოგრაფი, იკეა, ikea, გამოფენა, პარიზის მოდის კვირეული, ფოტოების სერია, პროექტი

პროექტის საბოლოო 25 ფოტო პარიზის მოდის კვირეულზეა გამოფენილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მოდისა და სტილის გამოხატვის ყველაზე გაბედული და კრეატიული ფორმებით. გასაკვირი არ არის, რომ ამჯერად ღონისძიებამ დამსწრეები სახლის დეკორისა და მოდის სამყაროს კოლაბორაციით მოხიბლა.

ენი ლეიბოვიცი, ფოტოგრაფი, იკეა, ikea, გამოფენა, პარიზის მოდის კვირეული, ლეიბოვიცის ფოტო

აღსანიშნავია, რომ პროექტზე ენი ლეიბოვიცის გარდა, იმუშავა მის მიერ არჩეულმა ექვსმა ფოტოგრაფმა. გამოფენაზე უკრაინელი ფოტოგრაფის, ელენა კალინინჩენკოს ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი, რომლებშიც ფოტოგრაფმა თავისივე მეგობარი, ანა გადაიღო.

ენი ლეიბოვიცი, ფოტოგრაფი, იკეა, ikea, გამოფენა, პარიზის მოდის კვირეული, უკრაინელი გოგო, რუსეთ-უკრაინის ომი

ანა, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე მოუწია სახლის დატოვება, ერთ-ერთ ფოტოში აღბეჭდილია მისი ნანგრევებად ქცეული სახლის წინ, ხოლო მის გვერდით ბომბებისგან დაცული თავშესაფრის წარწერა მოჩანს. ნამუშევარი ნათლად ასახავს რუსეთის აგრესიისა და ომის გავლენას თითოეული უკრაინელის ყოველდღიურობაზე.

ზევით