#კინო #მოდა

კინოაკადემიის მუზეუმის გალა 2024: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები

გაზიარება:

ლოს-ანჯელესში 2024 წლის Academy Museum გალაზე ჰოლივუდის ყველაზე მოდური და ვარსკვლავური ადამიანები კინოხელოვნების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. საკულტო მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ფონდის მისია აკისრია. კინემატოგრაფიის მუზეუმში გამართული საღამო წელს პოლ მესკალს, რიტა მონეროსა და კვენტინ ტარანტინოს მიეძღვნა. სამუზეუმო გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდასაჭერად 11 მილიონი დოლარიც შეგროვდა. კვენტინ ტარანტინომ კი, მუზეუმს ფილმის "მაკულატურა" სცენარის პირველი ხელნაწერი გადასცა.

კვენტინ ტარანტინო, ჯონ ტრავოლტა, უმა თურმანი, კინომატოგრაფიის მუზეუმის გალა, Academy Museum Gala 2024
კვენტინ ტარანტინო, ჯონ ტრავოლტა და უმა თურმანი. ფოტო: Getty Images

კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. მსახიობები, რეჟისორები თუ ჰოლივუდის გამორჩეული ფიგურები ავანგარდულ, გლამურულ, სადა და ელეგანტურ სამოსში გამოჩნდნენ. მოდით, გადავავლოთ თვალი ვარსკვლავების საუკეთესო ლუქებს.

Academy Museum Gala 2024, სელენა გომესი, Selena Gomez

სელენა გომესი გალაზე Alaïa-ს მუქი ლურჯი კაბით გამოჩნდა. კაბას შავი, ტყავის დეკოლტე ამშვენებდა. სამოსს სელენამ Tiffany & Co-ს ვერცხლის სამაჯური და საყურეები შეუხამა.

Academy Museum Gala 2024, Kendall Jenner, Kylie Jenner, კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი

კაილი ჯენერმა Mugler-ის ვინტაჟური, 1998 წლის კაბა მოირგო და სუპერმოდელ დასთან, კენდალ ჯენერთან ერთად წითელ ხალიჩაზე იპოზიორა.

Mugler 1998 Spring, Kylie Jenner, კაილი ჯენერი
Mugler-ის 1998 წლის საგაზაფხულო კოლექცია

კენდალი Schiaparelli-ს უახლესი კოლექციის კაბით გამოჩნდა.

კენდალ ჯენერი, Kendall Jenner, Academy Museum Gala 2024

სუპერმოდელი კაია გერბერი Givenchy-ს 1997 წლის საშემოდგომო კოლექციის კაბაში გამორჩეულად ელეგანტური იყო. 1997 წელს ალექსანდრ მაკ-ქუინის მიერ შექმნილი კაბა ოდრი ჰეპბერნის საკულტო კაბის გოტიკური, მუქი ვერსიაა.

Academy Museum Gala 2024, Kaia Gerber, კაია გერბერი

Givenchy fall 1997, Audrey Hepburn, My Fair Lady,
ფოტოები: CBS Photo Archive/Getty Images

ამერიკელი რეპერი და მსახიობი ჯეიდენ სმიტი ლუი ვიტონის შარვალ-კოსტიუმში გამოჩნდა.

Jaden Smith, Academy Museum Gala 2024, ჯეიდენ სმიტი

წლევანდელი გალას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მსახიობი პოლ მესკალი გუჩის შავი, კლასიკური ლუქით წარსდგა.

Academy Museum Gala 2024, Paul Mescal, პოლ მესკალი

სუპერმოდელ როზი ჰანტინგტონს Saint Laurent-ის კაშკაშა კაბა ამშვენებდა.

Academy Museum Gala 2024, როზი ჰანტინგტონი

ნიკოლ კიდმანმა ამჯერადაც არ უღალატა ბალენსიაგას და წითელ ხალიჩაზე უკვდავი შავი კაბით გამოჩნდა, ხელზე კი ოპერის ხელთათმანები მოირგო.

Academy Museum Gala 2024, ნიკოლ კიდმანი, ბალენსიაგა, Nicole Kidman, Balenziaga

გალას არიანა გრანდეც დაესწრო და მომღერალი Balmain-ის კოპლებიან კაბაში ვიხილეთ.

Academy Museum Gala 2024, Ariana Grande, არიანა გრანდე

ზოი სალდანას Harris Reed-ის 2025 წლის კოლექციის კაბა და REZA Jewelry-ის სამკაულები ამშვენებდა.

Academy Museum Gala 2024, ზოი სალდანა, Zoe Saldana

კიმ კარდაშიანი, როგორც ყოველთვის, თამამი ლუქით გამოჩნდა და ეს ჩვენ აღარც კი გვიკვირს. კიმს ფრანგული ბრენდის, Mugler-ის 1998 წლის თეთრი კორსეტი ეცვა.

კიმ კარდაშიანი, Kim Kardashian, Academy Museum Gala 2024

Mugler Spring 1998
Mugler-ის 1998 წლის საგაზაფხულო კოლექცია
ზევით