ლუკა მიქაძე X საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლუკა მიქაძემ ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციით უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
ეროვნული ნაკრების განცხადებით, ვილი სანიოლთან ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი და მწვრთნელი ჩვენს ნაკრებს 2028 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს.
ვილი ქართული ფეხბურთის არენაზე 2021 წელს გამოჩნდა და ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტების თანაშემოქმედიც გახდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდს შორისაც დასახელდა.
ვილი სანიოლი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დაიწერა, სურს მომავალში დაწერილი ისტორიის ნაწილიც იყოს.
"საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია".
ვილი სანიოლთან ერთად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო აალაპარაკა. წელს, ფეხბურთის რუკაზე საქართველო თვალსაჩინოდ მოინიშნა.
ვილი საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე "სენტ-ეტიენში" თამაშობდა, იქ, სადაც ახლა ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი, ზურიკო დავითაშვილი თამაშობს. ვილი ასევე თამაშობდა AS Monaco-სა და Bayern-ში, 2021 წლიდან კი, საქართველოს ნაკრებთანაა, ჩვენთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც აქვს. ვილისთან ერთად, წინ კიდევ დიდი ამბები გველის.