ლუკა მიქაძე X საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლუკა მიქაძემ ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციით უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
აპრილში ერთი წელი გახდება, რაც პატარების და მშობლების საყვარელმა ადგილმა შუაგულ თბილისში დაიდო ბინა. "პიკოლო" ბავშვის ფეხსაცმელების ბრენდის, Vicco-ს პარტნიორია და ქართველ პატარებს უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილ, მაღალხარისხიან ფეხსაცმელებს სთავაზობს. The Diary-ის მკითხველს პიკოლოს ოჯახის წევრები ბრენდზე უფრო დეტალურად მოგიყვებათ.
“პიკოლოს“ გზა ქართველ მომხმარებლამდე
ვიკოს ბრენდს ძალიან შემთხვევით, თურქეთში მოგზაურობისას გადავაწყდით. ჩვენი შვილისთვის ფეხსაცმლის შეძენა ყოველთვის სირთულეებთან ასოცირდებოდა და ვიკოს სახლში შესვლისთანავე თითქოს ამოვისუნთქეთ. მოგვეწონა გარემო, ფეხსაცმლის განსხვავებული დიზაინი, ხარისხი და ფასები. ზუსტად ის იყო, რასაც ყოველთვის ვეძებდით და პირველად მაშინ შევიძინეთ ვიკოს ფერადი ფეხსაცმელიც ჩვენი პატარისთვის. დამეთანხმებით, რომ თბილისში ბავშვის ფეხსაცმელების არჩევანი ძალიან მწირია, რომ არაფერი ვთქვათ მაღალ ფასებზე. ზუსტად ვიცოდით, რომ ეს ბრენდი მოგზაურობის კარგ გამოცდილებად არ უნდა დაგვეტოვებინა და ქართველი მშობლებისთვის უნდა გაგვეცნო.
დავიწყეთ ვიკო-თურქეთის მენეჯმენტთან კონტაქტის დამყარება, მეილების დაგზავნა, გაუთავებელი ზარები. დიდი ხნის მცდელობის შემდეგ მოვახერხეთ სტამბულში შეხვედრის ჩანიშვნა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ვიკოს პარტნიორები გავხდით, ბრენდის, რომელიც 45 ქვეყანაშია წარმოდგენილი. გავიცანით ყაზახეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები, რომლებმაც გაგვიზიარეს გამოცდილება. თავიდან მხოლოდ ონლაინ გაყიდვები გვქონდა. სატესტო კოლექციამ რომ ქართველი მშობლების დიდი სიყვარული დაიმსახურა, აი მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მაღაზიაც გაგვეხსნა. ასე გაჩნდა თბილისში პიკოლო.
უნიკალური ბრენდი ფეხსაცმლის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგიით
ჩვენი ყურადღება ვიკოს ბრენდმა უნიკალური დიზაინით მიიქცია. თუმცა ვიზუალური სილამაზის გარდა სხვა ბევრი დადებითი თვისება აქვს ფეხსაცმელს. ის ძალიან მსუბუქია, თითქმის უწონოა, ხოლო მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი ფეხსაცმლის დამზადების ტექნოლოგიაშია. ფეხსაცმელები ძირითადად ეკო ტყავისგან, პოლიურეთანისა და ფილონის მასალისგან მზადდება. სამივე მასალა ქიმიურად სუფთა და უსაფრთხოა. ფეხსაცმლის დამზადების ტექნოლოგია კი დიდი დროისა და შრომის შედეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ. ფეხსაცმლის ძირი ბავშვის ტერფის მოძრაობას მიყვება, რასაც ვიკოს მიერ შემუშავებული Smart Step ტექნოლოგიის ანატომიური ძირი განაპირობებს. ძირი ზუსტად იმეორებს ბავშვის ტერფის მოყვანილობას და იმახსოვრებს ტერფის ფორმას, უმაგრებს პატარას კოჭს და არასწორად გადახრის საშუალებას არ აძლევს.
ვიკოს ბრენდი ხსნის იმ პრობლემებს, რომელიც ფეხის არასწორად დადგმის ან ფეხსაცმლის არასწორად შერჩევის შედეგად უვითარდებათ ბავშვებს. ჩვენს ფეხსაცმელს შეუძლია თავიდან აარიდოს მშობლებს ეს საფრთხე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფეხსაცმლის სხვადასხვა ბრენდები ერთგვარ მარკეტინგულ ხრიკს მიმართავენ და ზოგ ფეხსაცმელს „ორთოპედიულს“ ეძახიან. ორთოპედიული ძირის საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური საფენი უნდა დამზადდეს, რადგან არ შეიძლება ყველა ტერფს ერთი ფორმის საფენი ერგებოდეს, ეს კი ექიმ ორთოპედის კომპეტენციაა. ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ მშობლებს ამის შესახებ, რათა შეცდომაში არ შევიდნენ და ვურჩევთ სწორედ ისეთი ფეხსაცმელი შეარჩიონ, რომელიც პრევენციას გაუწევს მოსალოდნელ პრობლემებს.
პირველი ნაბიჯები "პიკოლოსთან" ერთად
პიკოლოში ყველა ასაკის ბავშვისთვის იპოვით ფეხსაცმელებს, რადგან მომხმარებელს 19-36 ზომის მოდელებს ვთავაზობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს შეუძლიათ შვილის პირველ ნაბიჯებს ჩვენს ბრენდთანაც ერთად შეხვდნენ. პატარისთვის სიარულის დაწყებისას იდეალურია ძალიან მსუბუქი, დრეკადი და კომფორტული ფეხსაცმელი. ამასთანავე პიკოლოში იპოვით ყველა სეზონისა და ამინდის შესაბამის, როგორც საშინაო ასევე გარეთ ჩასაცმელ მოდელებს.
მშობლების საუკეთესო არჩევანი
ვიკოს ბრენდის ოჯახის წევრობა მხოლოდ კარგი ხარისხისა და მომსახურების გამო არ არის განსაკუთრებული, არამედ უამრავი შეთავაზება გვაქვს მომხმარებლებისთვის. მაგალითად, ვაწარმოებთ ლოიალური მომხმარებლების სიას, რომლებიც შემდგომში ფასდაკლებებით სარგებლობენ. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თანხა საქართველოს ბანკის სერვისით ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ასევე გვაქვს გარანტიაც ფეხსაცმელზე და ვერ მორგების შემთხვევაში დაბრუნებაც შესაძლებელია.
ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენთან კომუნიკაცია ძირითადად დედებს აქვთ და ხშირად უჭირთ ბავშვებთან ერთად ქალაქში გადაადგილება. ამიტომაც გვსურს, განვაახლოთ ქართულ ბაზარზე უნიკალური სერვისი, რომელიც საშუალებას მისცემს დედებს სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერონ ფეხსაცმლის მოდელები. ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ მივაწვდით რამდენიმე ფეხსაცმელს სასურველ ადგილას, მშობლები კი შეძლებენ სახლში შეარჩიონ სასურველი მოდელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინონ.
"პიკოლო" შუაგულ თბილისში
ფეხსაცმელების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან პიკოლოს მაღაზიაში. გვაქვს Facebook და Instagram პლატფორმები, რომლებზეც ვიღებთ პირად შეტყობინებებს და მარტივად ვამყარებთ მომხმარებელთან კომუნიკაციას. ხოლო ჩვენი მაღაზია, პიკოლო, ალექსანდრე ყაზბეგის 43ა ნომერში მდებარეობს.
როგორია "პიკოლოს" სამომავლო გეგმები
ჩვენი ბრენდი უკვე საქართველოს მასშტაბითაა ცნობილი და მომხმარებლები ყველა რეგიონში გვყავს. ყოველდღიურად უამრავ შეტყობინებას და თხოვნას ვიღებთ მათგან, რომ თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც გავხსნათ პიკოლოს ფილიალები. ჩვენი გეგმაა რომ ეს კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს, რომ უფრო მარტივი გახდეს ადგილზე მისვლა და სასურველი მოდელის არჩევა. პოზიტიური უკუკავშირი ჩვენი მომხმარებლისგან დიდი მოტივაციის წყაროა და ამიტომაც გვსურს გავცდეთ დედაქალაქის საზღვრებს. ცალკე მოტივაციაა ის ბავშვები, რომლებმაც ფაქტობრივად პირველი ნაბიჯები ჩვენი ფეხსაცმლით გადადგეს და ზრდასთან ერთად უკვე ექვსი-შვიდი მოდელიც გამოიცვალეს.