სამოდელო კონკურსი ELITE MODEL LOOK GEORGIA დაიწყო
Elite Model Look მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კონკურსია, რომელმაც ისეთი ვარსკვლავები აღმოაჩინა, როგორებიც არიან სიდნი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი თუ ვიტორია ჩერეტი.
"იამაყე იმით, რომ ქალი ხარ... ქალისთვის მიუღწეველი არაფერია... აირჩიე ის, რისიც ყველაზე მეტად გწამს. ენდე ინსტინქტებს და იყავი მამაცი" - ამ ფრაზებით Women in Lighting-ის საერთაშორისო საზოგადოების წევრი დიზაინერი ქალები ერთმანეთს და ახალი თაობის წარმომადგენლებს ამხნევებენ.
Women in Lighting საერთაშორისო ციფრული პლატფორმაა, რომელიც 80-ამდე ქვეყნის ქალ დიზაინერს აერთიანებს. გლობალური საზოგადოების მიზანი განათების სფეროში მოღვაწე ქალების მიღწევების წარმოჩენა და ამ კარიერის პოპულარიზაციაა. პროექტის საბოლოო მისია კი, მომავალი თაობის ინსპირაცია და დამწყები დიზაინერების წახალისება გახლავთ.
სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ქვეყანა Women in Lighting (WIL)-ის საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდა. საქართველოს ელჩი კი, AT Architect-ის დამფუძნებელი, არქიტექტორი და განათების დიზაინერი ანა თავართქილაძე გახდა.
ამ საზოგადოების ბირთვი სწორედ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები არიან, რომლებიც ინდივიდუალურად, თავიანთ ქვეყნებში მოღვაწეობენ და ამის პარალელურად, საერთაშორისო პლატფორმაზე უცხოელ კოლეგებთან ერთად მასშტაბურ იდეებზეც მუშაობენ.
Women in Lighting-ის თითოეული წევრის დამსახურებით ეს პროექტი საერთაშორისო, მჭიდროდ დაკავშირებულ საზოგადოებად იქცა, სადაც ერთმანეთს ინფორმაციასა და ცოდნა უზიარებენ. WIL-ი ონლაინ ოპერირებს და ყოველი წლის 8 მარტს საერთაშორისო კონფერენციასაც მასპინძლობს. კონფერენციაზე განათების დიზაინერები მიღწევებისთვის ჯილდოვდებიან.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ელჩს, ანა თავართქილაძემ 2019 წელს IED-ის უნივერსიტეტის განათების დიზაინის სპეციალიზებული კურსი დაასრულა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კომპანია AT Architect-ი დააარსა. ანას კომპანიის მთავარი მიზანი, გარდა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შექმნისა, საქართველოში განათების დიზაინის დანერგვა და ამ პროფესიის ირგვლივ ცნობადობის ამაღლებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, AT Architect-მა საქართველოში პირველი განათების დღეც ჩაატარა, სადაც განათების მნიშვნელობაზე თავად ანა თავართქილაძემ და მოწვეულმა დიზაინერებმა ისაუბრეს.