#სპორტი

გიორგი მამარდაშვილის დებიუტი 2024 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე

გაზიარება:

გახსოვთ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენა "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე?! მაშინ რომ ეს მოვლენა თანამედროვე ქართული ფეხბურთის მწვერვალი გვეგონა, ახლა ქართველი ფეხბურთელების საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. 

გიორგი მამარდაშვილი, ოქროს ბურთის დაჯილოდება, ელენე ეპიტაშვილი, ოქროს ბურთი 2024, Yashin Trophy, იაშინის ჯილდო, Giorgi Mamardashvili, Georgian Goalkeeper
ფოტო: JP Pariente/ SIPA

“ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. რთული წელი მქონდა და აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო, რაც ამისრულდა კიდეც”.

ეს სიტყვები გიორგი მამარდაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ქართული ფეხბურთის სინათლისკენ შემობრუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და 24 წლის ასაკში მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediary.ge)

გიორგის დებიუტი პარიზის “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე გუშინ შედგა. წითელ ხალიჩაზე ქართველი მეკარე მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად გამოჩნდა. ელენემ ამ დღისთვის ვერსაჩეს შავი, Medusa ’95 draped gown შეარჩია და მასში იდეალურად გამოიყურებოდა.

Ballon D'or 2024, Rodri, ოქროს ბურთის გამარჯვებული, ოქროს ბურთი 2024, როდრი
"ოქროს ბურთის" მფლობელი როდრი

“ოქროს ბურთი” საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. 2024 წლის საუკეთესო მოთამაშე ესპანელი სპორტსმენი, როდრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონი და პრემიერ ლიგის გამარჯვებულია, მთელი მსოფლიოს ფანების აზრით, ტრიუმფს ბრაზილიელი ვინისიუსი იმსახურებდა.

Ballon D'or 2024, ოქროს ბურთი 2024, ოქროს ბურთის გამარჯვებულები
"ოქროს ბურთის" მფლობელები როდრი და აიტანა ბონმატი

საუკეთესო მოთამაშე ქალის ტიტული აიტანა ბონმატიმ დაიმსახურა. Kopa Trophy, რომელსაც 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ, შინ ლამინ იამალმა წაიღო და ეს არავის გაჰკვირვებია.

Lamine Yamal, Ballon D'or 2024, ლამინ იამალი, ოქროს ბურთი 2024
ლამინ იამალი "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე. ფოტო: Franvk Fife/ AFP

ხოლო ის, რასაც ჩვენ ყველაზე მეტად ველოდით, საუკეთესო მეკარის ტიტული - Yashin Trophy ემილიანო მარტინესის საკუთრება გახდა. გიორგის საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის არც გასაოცარი რეფლექსები, არეალის კონტროლი, ან სეივების რაოდენობა აკლდა, თუმცა, ამჯერად, ჟიურის გადაწყვეტილებით, ვალენსიაში ჯილდოს გარეშე ბრუნდება. ის ნომინატებს შორის ყველაზე ახალგაზრდა მეკარე იყო და 10 საუკეთესო მოთამაშის სიაში მე-7 ადგილი დაიკავა.
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by LALIGA (@laliga)

მხოლოდ ბოლო თამაშზე, გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიის კარი და ზედიზედ ორჯერ გადაარჩინა, რაც ლა ლიგას თამაშების საუკეთესო მომენტადაც დასახელდა. მამარდას მომავალი სეზონიდან “ლივერპულის” მეკარის ამპლუაში ვიხილავთ. ინგლისის საფეხბურთო კლუბმა ქართველი მეკარისთვის 35 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

ამ 35 მილიონის უკან გიორგის თავდაუზოგავი შრომა დგას და გუშინდელი საღამოც გამარჯვებისადმი რწმენის შედეგია.

მისი წარმატების გზა კი გრძელდება. ფაქტია, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის უკვე დიდი ასოებით იწერება, მომავლში ჯილდო და მეტი აღიარებაც არ დააყოვნებს. ჩვენ კი ლივერპულის გულშემატკივრებს საყვარელ ფრაზას დავესესხებით და გიორგის თამამად ვეტყვით: YOU WILL NEVER WALK ALONE! 

ზევით