#სპორტი #საზოგადოება

მერაბ "მანქანა" დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია

გაზიარება:

“მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ისევ სამშენებლო მუშა” - ეს სიტყვები UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს ეკუთვნის. მერაბმა დაპირება შეასრულა და ლას-ვეგასში, Sphere-ის არენაზე შონ ო'მალის ჩემპიონის ქამარი ჩამოართვა.

მერაბ დვალიშვილი, merab dvalishvili, UFC 306, Las Vegas, Sphere

ეს ის მებრძოლია, რომელსაც საქართველოს დროშის ფრიალი აუკრძალეს და მკერდზე ქართული დროშის ტატუ გაიკეთა, რომელმაც ამერიკაში მარტომ ცხოვრება დაიწყო და სამშენებლო სამუშაოს პარალელურად, რინგზე უფასოდ იბრძოდა. დაუღალავი შრომითა და საკუთარი თავის რწმენით კი, დღეს მე-11 ბრძოლა მოიგო და ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად “ჩვეულებრივი” ადამიანია ქართველი მერაბი?!

მერაბ დვალიშვილი, merab dvalishvili, UFC 306, Las Vegas, Sphere
ლაშა კუპრაშვილის ფოტო

ბრძოლა ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მერაბს წარმოედგინა. ზეწოლისა და დაძაბულობის ფონზე, ო'მალის ქართველმა მებრძოლმა ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, მთელი ბრძოლის განმავლობაში ყოველ წამს ქართველი აკონტროლებდა.

მერაბ დვალიშვილი, merab dvalishvili, UFC 306, Las Vegas, Sphere
ლაშა კუპრაშვილის ფოტო

"სიგიჟეა. თავი სიზმარში მგონია. დღეს მე ვარ საუკეთესო მებრძოლი UFC-ში. მე ეს დავამტკიცე"

მერაბმა ბრძოლაში უკვე ყოფილი ჩემპიონი დამახასიათებელი სისხარტითა და კონცენტრაციით დაამარცხა. "შემიძლია ასეთი კიდევ 15 რაუნდი ჩავატარო. ქამარი ჩემია... ყველამ იცის, რომ ამ ბიჭზე [შონ ო'მალიზე] გავიმარჯვე".

მერაბ დვალიშვილი, Merab Dvalishvili, UFC 306, Las Vegas, Sphere

ჩემპიონობამდე მერაბის მიერ განვლილი გზა გამძლეობის, წარმატების წყურვილის, შრომისა და თავდაჯერების საუკეთესო მაგალითია. მან პირველი გამოჩენისთანავე მთელს საქართველოს შეაყვარა თავი, ეს ტიტული კი, მსოფლიოსთვისაა შეუპოვრობის დამამტკიცებელი საბუთი, თორემ მერაბი ჩვენთვის ყოველთვის ჩემპიონი იყო.

Merab Dvalishvili, მერაბ დვალიშვილი, UFC 306, Las Vegas, Sphere
ლაშა კუპრაშვილის ფოტო

ქართველი მებრძოლის წარმატების ფორმულა დაუოკებელი სულისკვეთება და სისტემატური შრომის ეთიკა გახდა. მისთვის ცხოვრების დაუნდობელი სახე პატარა ასაკიდან გახდა ნაცნობი, მაგრამ საკუთარ თავში ძალა იპოვა, რომ არ დანებებულიყო და ბედისწერა თავად ემართა, მომავალი კი საკუთარი ხელით დაეწერა.

Merab Dvalishvili, UFC 306, Las Vegas, Sphere, მერაბ დვალიშვილი

ეს გამარჯვება ყველა გაღებული მსხვერპლის, გათენებული ღამის, წაგებული ბრძოლისა თუ ეჭვ ქვეშ დაყენებული მომავლის კულმინაცია იყო. თავისი რთული გზით, მან მსოფლიოს აჩვენა, რომ თავდადებით, გამძლეობითა და საკუთარი თავის ურყევი რწმენით, ყველაზე რთული ოცნებების მიღწევაც კი შესაძლებელია.

ზევით