პირველად საქართველოში განათების დიზაინის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სინათლე ხომ სიცოცხლის წყარო და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იმაში, რაც ყოველდღიურობაში ასე ხელმისაწვდომია, რეალურად ფილოსოფიისა და ხელოვნების სიღრმეები შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. განათების დიზაინით მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ნელ-ნელა ვხვდებით, რომ სახლის შენებისას, ოფისებისა თუ შოურუმების დაპროექტებისას, განათების დიზაინერის დაქირავება აუცილებელია.

ეს იმიტომ, რომ სწორ განათებას შეუძლია, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect,

განათების მნიშვნელობაზე სასაუბროდ, 21 სექტემბერს, დიზაინ ინსტიტუტში, AT Architect-ის ორგანიზებით საქართველოში პირველი საინფორმაციო შეხვედრა/კონფერენცია ჩატარდა. დღის მთავარ თემაზე - “განათება, როგორც ცხოვრების მდგრადი წყარო” ქართველ პროფესიონალებთან ერთად, საერთაშორისო განათების დიზაინერებმა: კატია კოლოვეამ და ლორენცო ბრუსკალიონიმ ისაუბრეს. ღონისძიებას საბერძნეთის ელჩი, მარია თეოდორუ და იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეც ესწრებოდნენ.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect, მარიამ თავართქილაძე, ანა თავართქილაძე, კატია კოლოვეა, ლორენცო ბრუსკალიონი
მარიამ და ანა თავართქილაძეები ლორენცო ბრუსკალიონისთან და კატია კოლოვეასთან ერთად

შეხვედრის ორგანიზატორები AT Architect-ის დამფუძნებლები, მარიამ და ანა თავართქილაძეები იყვნენ.

მარიამი: ანამ მილანში, IED-ის უნივერსიტეტის განათების დიზაინის სპეციალიზირებული კურსი 2019 წელს დაასრულა. მისი მენტორი და პროფესორი სწორედ ლორენცო გახლდათ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, როდესაც კომპანია დავაარსეთ, ჩვენი მთავარი მიზანი, გარდა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შექმნისა, განათების დიზაინის დანერგვა და ამ თემის ირგვლივ ცნობადობის ამაღლება იყო. AT Architect-ის მისია ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დანერგვაა. სამომავლოდაც ვგეგმავთ ვორქშოპების ჩატარებას, რათა საქართველოში განათების დიზაინი უფრო და უფრო აქტუალური გახდეს.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect, ანა თავართქილაძე

შეხვედრა ანა თავართქილაძემ გახსნა. ანა, რომელიც არქიტექტორი და განათების დიზაინერი გახლავთ, შეხვედრის მონაწილეებს განათების საჭიროებაზე ესაუბრა. თურმე, იმაზე დიდია განათების როლი ადამიანის ცხოვრებაში, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. განათების სწორ დაგეგმარებას ჩვენს ბიოლოგიურ რიტმზე, შრომისუნარიანობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა აქვს.

ადამიანზე მორგებული განათება სკოლებსა და ოფისებში, სამუშაოს შესრულების ხარისხს 19%-ით, კონცენტრაციის უნარს კი 37%-ით აუმჯობესებს, ხოლო 27%-ით ამცირებს დაღლილობას. სწორ განათებას მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმსჯობესების უნარიც აქვს.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect, კატია კოლოვეა

კატიას საუბრის დროს კი, ეკრანზე კითხვა - “როგორ გარდაქმნის სინათლე სივრცეს და ადამიანის გამოცდილებას” გამოჩნდა, რომელსაც ბერძენმა განათების დიზაინერმა თავადვე გასცა ამომწურავი პასუხი.

კატიამ განათება სრულიად განსხვავებული, საინტერესო პერსპექტივით დაგვანახა. განათება ეს არის უნივერსალური, საერთაშორისო ენა, რომელზე საუბარიც ყველგან და ყველასთანაა შესაძლებელი. კატიასთვის განათება ემოციებთან, მოგონებებთან და ადამიანურ კავშირებთან გადაჯაჭვული, მეცნიერებისა და ხელოვნების უნიკალური ნაზავია. მისთვის ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო კი, მზის ჩასვლაა.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect,

კატია: განათების დიზაინი უამრავ ქვეყანაში ჯერ კიდევ არა არის ცნობილი დარგი. ამიტომაც, როდესაც ანა და მარიამი დამიკავშირდნენ და თავიანთი პროექტის შესახებ მიამბეს, მაშინვე დავთანხმდი, საქართველოში ჩამოვსულიყავი. მივცე ადამიანებს ინფორმაცია განათების დიზაინის შესახებ, ეს ჩემი ცხოვრებისეული მისიაა. ჩემი საბოლოო მიზანია, რომ თითოეულმა ადამიანმა სწორი განათების მნიშვნელობა გაიაზროს, რადგან განათების გამოყენებით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და უამრავი ყოველდღიური პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect, ლორენცო ბრუსკალიონი

ლორენცო ბრუსკალიონიმ კი, შეხვედრის მონაწილეებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება გაუზიარა, როგორებიცაა იტალიის პავილიონი დუბაიში, მაღალი ხარისხის სამოსის შოურუმები და კიდევ უამრავი. ლორენცომ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს არქიტექტურულ პროექტებში განათების დიზაინერის დროული კონტრიბუცია.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect,
ორგანიზატორები და სპიკერები იტალიისა და საბერძნეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად

საბოლოოდ კი, მონაწილეებისთვის ცხადი იყო, რას გულისხმობდა ლორენცო, შეხვედრისთვის შერჩეულ თემაში - “განათების დიზაინი - წარმატებული პროექტის გასაღები.”

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect,

ლორენცოს თქმით, განსხვავებულ პროექტებს განსხვავებული გამოცდილება მოაქვს. საინტერესოა მფლობელის, კლიენტისა და დიზაინერების ჯგუფის ურთიერთობის ასპექტიც. უმთავრესი კი, პროექტში ჩართული თითოეული წევრის ხედვის გათვალისწინებაა. ლორენცოსთვის ამ პროფესიაში ყველაზე საინტერესო სწორედ სხვადასხვა პერსპექტივებისა და ხედვების შეჯერებით, ერთი საერთო პროექტის შექმნის ხელოვნებაა.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect,

ლორენცო: მე განათების დიზაინერთან ერთად, უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ და ადამიანებთან საუბარი და იდეების მიმოცვლის პროცესი ძალიან მიყვარს. ამიტომ, თქვენს განსაკუთრებულ და ჩემთვის უცხო ქვეყანაში, საყვარელ თემაზე სასაუბროდ ჩამოსვლა ძალიან მახარებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კარგად ვერ დავათვალიერე თბილისი, აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect, ლორენცო ბრუსკალიონი

შეხვედრის ბოლოს კი, “ჭკვიანი სახლის” წარმომადგენელმა სტუმრებს სხვადასხვა ტიპის დისტანციური და ავტომატური მართვითი სისტემები გააცნო და განათების მართვის ტექნოლოგიური შესაძლებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ჭკვიანი სახლის” მოდელი თანამედროვე ცხოვრებაში კომფორტის, ენერგოეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტორია.

Lighting Day, განათების დღე, დიზაინ ინსტიტუტი, AT Architect, ჭკვიანი სახლი

ღონისძიების მხარდამჭერები იტალიის საელჩო, დიზაინ ინსტიტუტი, IED, ჭკვიანი სახლი, Delight, homeis, სასტუმრო Castor & Pollux და ონლაინ ჟურნალი The Diary გახლდათ.

ზევით