ლუკა მიქაძე X საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლუკა მიქაძემ ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციით უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას სპონსორია.
დოლჩე & გაბანასა და ქართველ მებრძოლს სიამაყით სავსე, უშიშარი ბუნება აერთიანებთ. The most powerful union - ასე აფასებს ილია ამ სიახლეს და ინსტაგრამზე ფოტოებს ავრცელებს.
ილია, მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგისთან ერთად, იტალიური ბრენდის ყველაზე ცნობილი, ქალისა და მამაკაცის სუნამოებით, K და Q-ით გამოჩნდა.
ქართველი სპორტსმენი თვლის, რომ მის გარშემო ისეთი ადამიანები თუ ბრენდები უნდა შემოიკრიბოს, რომლებსაც მებრძოლი სულის, მიზნებისკენ სწრაფვისა და გამარჯვების წყურვილის გაზიარება შეუძლიათ. ამიტომაც, ილია კარიერის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ახალ მხარდამჭერებს აგროვებს. მათ შორის უკვე იწერებიან Venum-ი, Webpositer Agency, Bit 2 Me, Future Alkaline Water-ი და ახლა უკვე Dolce & Gabbana.