ლუკა მიქაძე X საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლუკა მიქაძემ ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციით უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
Champ de Mars-ის არენაზე ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობას აგრძელებენ. პარიზის ოლიმპიადაზე ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო და 23 წლის ასაკში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ილიამ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და იტალიელ ჯერანო პირელის იპონით სძლია. მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. ილია თავიდანვე შეტევაზე გადავიდა და პირველივე წუთზე დაწინაურდა.
ნახევარფინალში ილია შვეიცარიელ დანიელ აიხს შეხვდა და მოწინააღმდეგე წარმოუდგენლად სწრაფად, 11 წამში დაამარცხა.
"ხომ არ დაიღალე?!" - ტატამიდან ჩამოსულ გამარჯვებულს მწვრთნელმა ხუმრობით გასძახა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ფინალის საგზური მოიგო და აზერბაიჯანელი ჩემპიონის, ზელიმ კოცოევის წინააღმდეგ ტატამიზე გავიდა. ილიას ჩემპიონობას 8 წამი დააკლდა. ფაქტობრივად მოგებული თამაში ბოლო წამებში აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა მოიგო და ჩვენი მეზობელი ქვეყნის ანგარიშზე მეორე ოქრო ჩაწერა.
ეს ფინალი შეგვიძლია ფეხბურთის ენაზე ავტოგოლს შევადაროთ. დაწყებიდან ერთ წუთში ვაზარით დავწინაურდით, მეტოქემაც გაფრთხილება მიიღო. გამარჯვებამდე 8 წამი იყო დარჩენილი, როცა მსაჯის გადაწყვეტილებით, ილიამ მესამე შიდო ანუ გაფრთხილება აიღო. 23 წლის ძიუდოისტმა მოწინააღმდეგესთან შიდოების რაოდენობით წააგო.
შეგახსენებთ, რომ პირველი ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, ოქროს მედალი და ჩემპიონობა კი, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა.