ლუკა მიქაძე X საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლუკა მიქაძემ ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციით უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
21 წლის შვედი გარემოსდაცვითი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი საქართველოში იმყოფება. ის თბილისში, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
"აპრილი მედიასთან" ინტერვიუში გრეტა ამბობს, რომ პარლამენტთან დემოკრატიისთვის, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად მოვიდა. ეკოაქტივისტი ხალს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
"გააგრძელეთ პროტესტი, გამოდით ქუჩებში, გაიფიცეთ, აიმაღლეთ ხმა. იყავით ძლიერები და არ მისცეთ უფლება გაგაჩუმონ, რადგან თქვენ უკან ბევრნი, მთელი მსოფლიო ვდგავართ”.
გრეტა ტუნბერგი 15 წლის ასაკიდან გარემოსდაცვითი აქტივისტია და თვლის, რომ ეკოლოგიური და პოლიტიკური პრობლემები გადაჯაჭვულია. გრეტამ თბილისის საპროტესტო აქციიდან განაცხადა, რომ ადგილობრივ აქტივისტებთან შეხვედრას ელის და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტის გაგება სურს.