გიორგი გიგაშვილი ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში დაუკრავს

იმ სცენას, რომელზეც ოდესღაც ჩაიკოვსკის, ბილი ჰოლიდეის, ჯორჯ გერშვინსა თუ The Beatles-ს დაუკრავს, ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი დაიკავებს.

გიორგი გიგაშვილი, გიგაშა, კარნეგი-ჰოლი, Gigasha, Giorgi Gigashvili, Georgian Pianist
ფოტო: Yoel Levy

ყველა ბილეთი გაყიდულია და ნიუ-იორკის საზოგადოება ქართველი პიანისტის კონცერტის მოლოდინშია. გიგაშა კი, ინსტაგრამზე წერს - "ჩემთანაა იმედი და მონდომება, რომელიც საქართველოსა და შეერთებული შტატების მეგობრობითაა შთაგონებული".

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Giorgi Gigashvili (@gigassh)

კონცერტი კარნეგი-ჰოლში გაიმართება. საკონცერტო დარბაზი საუცხოო აკუსტიკითა და წარსულითაა გამორჩეული. გიორგი გიგაშვილი ნიუ-იორკის მსმენელის წინაშე 2023 წლის არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის მედალოსნის ამპლუაში წარდგება.

გიგაშა, ვეილ რესიტალ ჰოლის სცენაზე, სკარლატის, შოპენის, შუმანისა და პროკოფიევის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ზევით