#მუსიკა

A$AP ROCKY-ის ახალი კლიპი "მიმინოს" ლეგენდარულ კადრს აცოცხლებს

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ამერიკელმა რეპერმა A$AP Rocky-მ სალვადორ დალი გააცოცხლა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანახი სიზმრები მოაყოლა. რეპერის ახალი ტრეკის მუსიკალურ კლიპს ახსნას სხვანაირად ვერ მოვუძებნით.

გირჩევთ, A$AP Rocky-სა და Shelter Film-ის ერთობლივი ნამუშევრის ნახვამდე კარგად მოკალათდეთ. Tailor Swif, ასე ჰქვია სიმღერას, რომელმაც ინტერნეტ სივრცეში დიდ აჟიოტაჟი გამოიწვია. რთული მისახვედრი არ არის, რომ ეს სათაური პოპ ვარსკვლავთან, ტეილორ სვიფტთან ხუმრობით გადაძახილს წარმოადგენს. სიმღერა პირველად ჯერ კიდევ 2022 წელს, Rolling Loud Portugal-ზე გაჟღერდა და ინტერნეტშიც გავრცელდა. ამის გამო რეპერი ფანებზე ნაწყენი იყო, მაგრამ ოფიციალური ვერსია მაინც გამოუშვა და ტრეკი მეოთხე სტუდიურ ალბომში - Don’t Be Dumb შეიყვანა. A$AP Rocky-მ ნამუშევარს მალევე მოაყოლა მუსიკალური ვიდეოც.

A$AP Rocky, Tailor Swif
ფოტო: GQ

მუსიკალური კლიპი უკრაინაშია გადაღებული და მასზე საპროდუქციო კომპანია Shelter Film-მა იმუშავა, რომლის ხელმძღვანელი ქართველი ალბერტ ზურაშვილია. Vania Heymann-ი და Gal Muggia კი, კლიპის რეჟისორები არიან. Billboard Georgia-ს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, Shelter Film-ის შემოქმედებითი გუნდი საქართველოში გადმოვიდა და საერთაშორისო ბაზარზე აქედან ოპერირებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by A$AP ROCKY (@asaprocky)

ვიდეოში ყველაფერი ერთდროულად ხდება და რთული გადასაწყვეტია, ყურადღება ეკრანის რომელი ნაწილისკენ მიმართო. მაგალითად, როკი აბაზანისა და მოტოციკლეტის უცნაური ჰიბრიდით დასეირნობს. ერთ-ერთ კადრში ჩანს კაცი, რომელსაც ფეხების ნაცვლად ორი უზარმაზარი თითი აქვს. ასევე, ვხედავთ ქალს, რომელსაც თმების მაგივრად სიგარეტის ღერები აქვს თავზე ამოსული. მათ გვერდით კი დივანზე თეთრი ცხენია მოკალათებული. გუბიდან დელფინს ამოუყვია თავი, იქვე დასეირნობენ ფარშევანგი და პანდები, საზოგადოებრივ ტუალეტში კურდღელი ღვინის ჭიქით ხელში ონკანის წყალს ეწაფება.

ვიდეოს ერთ-ერთ სცენაში ქართველი რეჟისორის, გიორგი დანელიას ფილმის, „მიმინოს” ცნობილი კადრიცაა გაცოცხლებული.

მიმინო, A$AP Rocky, Tailor Swif, Shelter Film

Apple Music-თან ინტერვიუში როკიმ ახსენა, რომ მთლიანი ალბომისა და გამოშვებული ტრეკების აბსტრაქტული, ექსცენტრიკული ესთეტიკა გეტო ფუტურიზმითა და გერმანული ექსპრესიონიზმითაა შთაგონებული.

ტეილორ სვიფტის ფანებმა, რომლებიც Swifties სახელით არიან ცნობილი, ტრეკის სათაურის ნახვისთანავე X-ს მიაშურეს. აშკარაა, რომ როკიმ ტეილორის სახელი მისი წარმოუდგენელი პოპულარობის გამო გამოიყენა ზუსტად ისე, როგორც ჰოლი ბერის, ან სხვა G.O.A.T-ების სახელებს იყენებენ ხშირად არტისტები.

A$AP Rocky, Tailor swif,
ფოტო: Gucci

ტეილორის ერთ-ერთი ფანი წერს - "თითო დოლარი რომ მომცეთ, ყოველი შემთხვევის მერე, როცა ვინმე გავლენის მოსაპოვებლად ტეილორის სახელს გამოიყენებს, მეც ტეილორივით მდიდარი ვიქნები".

როკი კი რეპავს - “I’m too swift, don’t tell Taylor ’bout this s–t (Swift, yeah)"

Tailor Swif-მდე როკის კიდევ ერთი აგვისტოს სინგლი გამოვიდა, სახელად Highjack, რომელიც Billboard Hot 100-ის სიაში 89-ე ადგილს იკავებს.

ზევით