#სპორტი

ანჯელა კარინისა და იმან ხელიფის ბრძოლა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია

გაზიარება:

იტალიელმა მოკრივემ, ანჯელა კარინიმ ცრემლები ვერ შეიკავა მას შემდეგ, რაც რინგზე ასვლიდან 46 წამში ალჟირელი იმან ხელიფის დარტყმებს ვეღარ გაუძლო და ბრძოლაში დანებდა.

ანჯელა კარინი, იმან ხელიფი

იმან ხელიფი 25 წლის ალჟირელი მოკრივეა, რომელმაც გასული წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია მიიღო. ხელიფმა გენდერის საკვალიფიკაციო ტესტი ვერ გაიარა. ამის მიუხედავად, ის პარიზის ოლიმპიადის რინგზე გამოჩნდა. North Paris Arena-ზე ხელიფმა პირველი დარტყმით იტალიელ მოკრივეს ნიკაპის დამცავი მოაძრო, ანჯელას მეორე დარტყმაც ნიკაპზე მოხვდა და იტალიელი მოკრივის შორტები წამებში სისხლით მოისვარა.

ანჯელა კარინი, იმან ხელიფი, Imane khelif, Angela Carini
ფოტო: Rex

სულ რამდენიმე დარტყმის შემდეგ, იტალიელი კარინი რინგის კუთხეში დაბრუნდა და დანებების ნიშნით, ხელი მაღლა აწია. როცა მისი მეტოქე გამარჯვებულად გამოაცხადეს, ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა და ტირილით მუხლებზე დაეცა. კარინიმ განაცხადა, რომ მეტოქეს მას შემდეგ გამოეცალა, რაც იგრძნო, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიღო და გაუსაძლისის ტკივილის ფონზე შეეშინდა, რომ ცხვირი ჰქონდა გატეხილი.

ანჯელა კარინი, იმან ხელიფი, Imane khelif, Angela Carini

"გულგატეხილი ვარ, რინგზე მამაჩემის პატივსაცემად და საბრძოლველად გავედი. არ დავნებებულვარ, მაგრამ ერთი დარტყმა ძალიან მტკივნეული იყო და ჩემს თავს ვუთხარი, რომ მორჩა, შეჯიბრიდან გავდივარ, მაგრამ თავაწეული".

"განადგურებული ვარ, რადგან მასწავლეს რომ მებრძოლი ვყოფილიყავი. ყოველთვის ღირსეულად მოქცევას ვცდილობდი და ჩემს ქვეყანას ერთგულად წარმოვადგენდი. ამჯერად ეს ვერ მოვახერხე, რადგან უბრალოდ ბრძოლა აღარ შემეძლო. ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ მედგა წინ, ან რა ხდებოდა რინგის იქით, უბრალოდ მოგება მსურდა. მინდოდა მოწინააღმდეგის პირისპირ დავმდგარიყავი და მებრძოლა".

ანჯელა კარინი
ფოტო: Getty Images

იტალიელ მოკრივეს ისიც ჰკითხეს ისურვებდა თუ არა, რომ რინგზე საერთოდ არ ასულიყო ან იმან ხელიფს ასპარეზობის უფლება არ მისცემოდა. კარინიმ ასე უპასუხა: "მე არ ვარ ის, ვინც ადვილად ნებდება. არასდროს დავთანხმდებოდი, რომ ეთქვათ არ იბრძოლებო. მე მებრძოლის მენტალობა მაქვს. ამჯერად უბრალოდ მოგება ვერ მოვახერხე. მე ამას მარცხად არ მივიჩნევ. თუ რინგზე გადიხარ, ყველაფრის მიუხედავად უკვე მოგებული ხარ, ჩემთვის ასეა".

"აქ მე არ ვწყვეტ რა არის სამართლიანი და რა არა. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე და შევძელი თავაწეული დავრჩენილიყავი".

ანჯელა კარინი, Angela carini

"მე მაქვს იმდენი ღირსება, რომ როდესაც გაგრძელება აღარ შემიძლია, გავჩერდე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდი, კონცენტრირებული და მშვიდი ვიყავი. მაგრამ ცხვირში დარტყმული მუშტები ძალიან მეტკინა, მწრთვნელთან მივედი და მორჩა-მეთქი ვუთხარი".

ანჯელა კარინი, იმან ხელიფი, Imane khelif, Angela Carini
ფოფო:Cordon Press

ხალეფი BBC-სთან კომენტარის გასაკეთებლად შეჩერდა. ალჟირელმა სპორტსმენმა თქვა, რომ ის პარიზში ოქროსთვისაა ჩამოსული და ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლისათვის არის მზადყოფნაში.

ქალებზე ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა: "ანჯელა კარინი ინსტინქტს სწორად მიჰყვა და ფიზიკური უსაფრთხოება პირველ ადგილას დააყენა. თუმცა, ის და სხვა ქალი სპორტსმენები მსგავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას არ უნდა ეჩეხებოდნენ."

imane khelif, იმან ხელიფი
ფოტო: Getty Images

მომხდარს გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯიორჯია მელონი: "ვფიქრობ, რომ ის სპორტსმენები, რომლებსაც მამრობითი გენეტიკური მახასიათებლები აქვთ, ქალთა შეჯიბრებებზე არ უნდა დაიშვებოდნენ… ჩემი აზრით, ეს არ იყო თანაბარი ბრძოლა". ჯერ კიდევ ბრძოლის წინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

გასულ წელს, ორი მოკრივე, იმან ხელიფი და ტაივანელი Lin Yu‑ting-ი მსოფლიო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციით მოიხსნა. კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) პრეზიდენტმა, უმარ კრემლევმა განაცხადა, რომ დნმ-ის ტესტის შედეგებით ორივე მათგანს XY ქრომოსომური წყვილის მატარებელია და გამორიცხული იყო, მათ ქალების შეჯიბრში მონაწილეობა მიეღოთ.

თუმცა, ოლიმპიური კომიტეტის რწმუნებით ორივე მოკრივე დიდი ხანია ქალთა კრივში ასპარეზობს, ხოლო როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, სპორტსმენის სქესი მისი პასპორტით განისაზღვრება.

ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადება, ანჯელა კარინი
ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადება, X

ოლიმპიური კომიტეტი კრივის ფედერაციას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გენდერთან დაკავშირებული წესების შეცვლაში ადანაშაულებს. კომიტეტის თქმით, ის აგრესია რაც ორი სპორტსმენის მისამართით სახეზე გვაქვს, იმ თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც კრივის ფედერაციამ გასულ წელს მიიღო. ოლიმპიური კომიტეტის მტკიცების მიუხედავად, საერთაშორისო სპორტული საზოგადოება შეშფოთებულია.

angela carini, ანჯელა კარინი
ფოტო: Richard Pelham/Getty Images

ხელიფისადმი ყურადღება გასული წლის მოულოდნელმა დისკვალიფიკაციამ გამოიწვია. თავად მოკრივის თქმით, ის დიდი კონსპირაციული შეთქმულების მსხვერპლია. ალჟირის ოლიმპიურმა კომიტეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ხელიფი ზოგიერთი მედია საშუალების მიერ შექმნილი პროპაგანდის სამიზნე და მსხვერპლი იყო. "იმანი თავისი კარიერის მწვერვალისკენ მიდის, განსაკუთრებით ამ დროს მის პიროვნებასა და ღირსებაზე თავდასხმა უსამართლოა".

ეიმი ბროდჰუსტი ერთ-ერთია იმ მოკრივეთაგან, რომელმაც იმან ხელიფის დამარცხება შეძლო. გუშინდელი ბრძოლის შემდეგ მან საჯაროდ დაწერა, რომ იმანი ასეთი დაიბადა და ეს მის კონტროლს არ ექვემდებარება. ის ფაქტი, რომ 9 მოკრივემ მისი დამარცხება უკვე შეძლოს, ყველაფერს ამბობს.

იმან ხელიფი, ანჯელა კარინი

მომდევნო რაუნდში იმან ხელიფი რინგზე უნგრელ ლუკა ანა ჰამორის შეხვდება. უნგრელმა განაცხადა რომ საკუთარ თავს და მწვრთნელებს ენდობა და მოგებისთვის მზადაა.

ზევით