#ცნობილები

დოკუმენტური ფილმი, რომლისრეჟისორიც თავად ბიონსეა - Renaissance: A Film by Beyonce

გაზიარება:

It's Queen Bey's world, and we're all just living in it... მათთვის, ვინც ბიონსეს Renaissance კონცერტზე დასწრება ვერ მოახერხა და ეჭვიც არ გვეპარება, ასეთი მილიონობით ადამიანი მოიძებნება, მომღერალს დიდი საჩუქარი აქვს მომზადებული. Renaissance: A Film by Beyonce თითქმის 3 საათიანი დოკუმენტური ფილმია, რომლის რეჟისორი და პროდიუსერიც თავად ბიონსეა.

შაბათს, ბევერლი ჰილზში მომღერალმა ფილმის პრემიერას Academy of Motion Picture Arts and Sciences-ში უმასპინძლა. სტუმრებს პრემიერაზე დასასწრები მოსაწვევები ერთი კვირით ადრე დაურიგდათ. მასში მხოლოდ დრო, ადგილი და საღამოს დრეს კოდი „მყუდრო სიმდიდრე“ იყო ნახსენები.

ბიონსემ შეძლო და Renaissance: A Film by Beyonce-ს პრემიერაზე, თავისი პირველი ოჯახი - Destiny's Child სრული შემადგენლობით გააერთიანა. ვერცხლისფერ ხალიჩაზე კელი როულენდი და მიშელ უილიამსი ჯგუფის დამფუძნებელ წევრებთან, ლატოია ლუკეტთან და ლატავია რობერტსონთან ერთად გამოჩნდნენ.

დღის მთავარმა გმირმა ყურადღება შეცვლილი იმიჯით მიიპყრო. ბიონსე, დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე  განსხვავებული ფერის თმიღთა და Versace-ს ვერცხლისფერი კაბით გამოჩნდა.

„ჩვენი ინდივიდუალურობის ზეიმი, ყოველთვის გახლდათ ჩემი ხელოვნებისა და მისი გავლენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი“ - აღნიშნა მომღერალმა. „ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა სივრცე, სადაც ყველანი თავისუფლები ვიქნებით და არავინ განიკითხება, სადაც ყველა შეძლებს იყოს ბავშვურიც და სექსუალურიც. თითოეულ მათგანს შეუძლია იდგეს სცენაზე, ისინი არიან ხედვა, ახალი დასაწყისი, სწორედ მათ შესახებ არის Renaissance“.

Renaissance: A Film by Beyonce უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დოკუმენტური ნამუშევარი ვარსკვლავის მსოფლიო ტურნეს შესახებ, რომელიც სტოკჰოლმში, მაისში დაიწყო და ოქტომბერში, კანზას სიტიში დასრულდა. 3 საათიანი დოკუმენტური ფილმი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩატარებული კონცერტების ძირითად კადრებს, თვალისმომჭრელ ქორეოგრაფიას და შემოქმედებით პროცესს აერთიანებს, რაც ტურნეს უძღოდა წინ. 

ფილმში გამოყენებული კადრები ტურნეს, სხვადასხვა პერფორმანსიდანაა აღებული, რაც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, ბიონსეს მოდური მომენტები და გრაციოზული კოსტიუმები თითქმის სრული შემადგენლობით იხილოს. რამდენიმე თვის განმავლობაში, პოპ დივამ სცენაზე სპეციალურად მისთვის შექმნილი ისეთი მოდის სახლების სილუეტები მოირგო, როგორებიცაა: Alexander McQueen, Gucci, Pucci, Loewe, Ralph Lauren, Carolina Herrera, Louis Vuitton და Mugler არიან.

Renaissance: A Film by Beyonce კინოთეატრებში 1-ლი დეკემბრიდან გამოჩნდება.

ზევით