ტეილორ სვიფტის Eras ტურნე ამერიკის ეკონომიკას ცვლის და ეს უბრალოდ მაღალფარდოვანი შეფასება არაა! 33 წლის ამერიკელი მომღერლის კონცერტების სერია, რომელიც ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, შეერთებული შტატების ეკონომიკაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. ტურნეს, რომელიც არტისტის 17 წლიანი მოღვაწეობის ყველა ეტაპს აერთიანებს, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტურის სახელით მოიხსენიებენ, თუმცა ჯერ მისი მხოლოდ მესამედია ჩავლილი.
იმ ქალაქების შემოსავალი, რომლებიც Eras ტურნეს კონცერტებს მასპინძლობს, საღამოზე დასასწრებად ჩამოსული ასი ათასობით ტურისტის გამო ყოველდღიურად იზრდება. ფინანსური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში Eras ტურნე სამომხმარებლო ხარჯებით 5 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.
“ტეილორ სვიფტი რომ ეკონომიკა იყოს, ის 50 ქვეყანა იქნებოდა” - ამბობს QuestionPro-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
ტურნეს გახსნის საღამოს, გლენდეილში გამართულმა კონცერტმა ადგილობრივ ბიზნესებს იმაზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე ამავე სტადიონზე, თებერვალში ჩატარებულმა Super Bowl-მა (ეს უკანასკნელი აშშ-ში ყველაზე პოპულარული სპორტული მოვლენაა, რომელსაც ასი ათასობით გულშემატკივარი ესწრება). შედარებისთვის, ტეილორი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას ორ-სამ სუპერ ბოულის ექვივალენტ საღამოს მართავს.
როგორც წესი, ცოცხალ კონცერტებზე დახარჯული ყოველი $100 დაახლოებით 300 აშშ დოლარს გამოიმუშავებს (ბილეთების გარდა, ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა სასტუმრო, კვება და ტრანსპორტი), მაგრამ ტეილორ სვიფტის ერთგულ თაყვანისმცემლებს სტატისტიკაც არნახულ ეტაპზე გადაჰყავთ. Eras Tour-თვის 100$-ზე შემოსავალი საშუალოდ 1,300-1,500 აშშ დოლარია, რასაც სვიფტის გულშემატკივარი ისეთ ნივთებზე ხარჯავს, როგორებიცაა ბრენდირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, კვება და სამოგზაურო ხარჯები, ეს ყველაფერი კი ადგილობრივ ეკონომიკაში ასობით მილიონ დოლარს ერთი უქმეების მანძილზე ასხამს.
ჩიკაგოში ჩატარებული 3 დღიანი კონცერტების სერიის შემდეგ, ილინოისის გუბერნატორმა მუსიკოსს მადლობა შტატის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების გადაუხადა. ფედერალურმა რეზერვმა კი ტეილორ სვიფტი ეროვნული ტურისტული ინდუსტრიის გამაძლიერებლად დაასახელა.
Swiftie-ების (ასე უწოდებენ საკუთარ თავს სვიფტის თაყვანისმცემლები) ენთუზიაზმი იმდენად დიდია, რომ ზოგიერთმა ქალაქმა კონკრეტულ პროდუქტებზე მიწოდების დეფიციტი განიცადა. მაგალითად, ტეილორ სვიფტი მის ერთ-ერთ სიმღერაში “მეგობრობის სამაჯურს” ახსენებს. ასი ათასობით თაყვანისმცემელი კონცერტზე სწორედ ამ “მეგობრობის სამაჯურით” მოდის. მართალია ამ სამაჯურებში დახარჯული თანხაც ტურნეს შემოსავალში ითვლება, მაგრამ რამდენიმე შტატში ე.წ. ბისერებისა მძივების დეფიციტი შეიქმნა.
Eras Tour კულტურულ ფენომენადაც იქცა. ყველა ქალაქი, რომელსაც სვიფტი სტუმრობს, მუსიკოსის პატივსაცემად “კანიდან ძვრება”. მინეაპოლისს ტეილორის საპატივცემულოდ “სვიფტი-აპოლისი” ეწოდა, სანტა კლარამ მომღერალი საპატიო მერად დაასახელა, ხოლო ნიუ ჯერსის გუბერნატორმა ნიუ ჯერსის შტატის სენდვიჩს ტეილორის სახელი დაარქვა. პარალელურად, ისეთი მსოფლიო ლიდერები, როგორებიც ჩილეს პრეზიდენტი, ბუდაპეშტის მერი და კანადის პრემიერ მინისტრი არიან, 33 წლის მომღერალს მათ ქვეყნებში კონცერტებით ჩასვლას სთხოვენ.
ქვეყნის ეკონომიკის გარდა, ტეილორ სვიფტის ტურნე მის ფარგლებში დასაქმებული ასობით ადამიანის სიცოცხლეს ცვლის. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ტეილორმა 50-მდე სატვირთოს მძღოლს, რომლებიც მის ტურნეს ემსახურებოდნენ, ბონუსები 100 000$-ის ოდენობით გადასცა. დიახ! 100 000$ თითო მძღოლს!
“მძღოლები ორშაბათის შეხვედრაზე დავიბარეთ, სადაც მათ ტეილორის მამა დახვდათ. მან პირადად ტეილორის ხელით დაწერილი წერილები გადასცა ყველა მძღოლს. კონვერტში კი წერილებთან ერთად 100 000$-იანი ჩეკები იდო”
ცნობილია, რომ გადამზიდავი პერსონალის გარდა, ძალიან დიდი ბონუსები მიიღეს ტურის ეკიპაჟის სხვა წევრებმა, მათ შორის კვების, ვიდეო, აუდიო და განათების პერსონალმა.
თუ უკვე შთაბეჭდილებების ქვეშ ხართ, ეს ჯერ კიდევ იმის მესამედია, რასაც ტეილორ სუიფტისგან უახლოეს თვეებში უნდა ველოდოთ. Eras ტურნე მომავალი წლის ნოემბრამდეა გაწერილი. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი, რასაც ტეილორი ეხება, ოქროდ გარდაიქმნება, 2024 წლისთვის ამერიკის ეკონომიკას პოსტ პანდემიური ჩავარდნა ცუდ სიზმრადაც აღარ უნდა ახსოვდეს.
და ბოლოს, "ტეილორის ეფექტი" ადამიანებსაც ეხება. სულ რამდენიმე დღის წინ მომღერალი კანზასში NFL-ის ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრო, სადაც ის თამაშს VIP ოთახიდან ტრევის კელსის დედასთან ერთად ადევნებდა თვალს. მიუხედავად იმისა, რომ ტრევისი აშშ-ში საკმაოდ ცნობილი ათლეტია, რამდენიმე დღეში მისი ვინაობა მსოფლიოს ყველა წერტილში გაიგეს, მათ შორის ჩვენთანაც;)
ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს.
წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…
ტეილორ სუიფტის ახალი რჩეული სავარაუდოდ ცნობილი ამერიკელი ათლეტი - ტრევის კელსი გახლავთ. გამოცემა People იუწყება, რომ ტეილორმა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლამა კანზასში, ეროუჰედის სტადიონი ერთად დატოვეს და ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს გასვლისას დაემშვიდობნენ კიდეც.