#ცნობილები #კინო

24 წელი ერთად - პატრიკ და ჯილიან დემპსის სიყვარულის ისტორია

გაზიარება:

პატრიკისა და ჯილიანის სიყვარულის ისტორია სათავეს 90-იან წლებში იღებს. მას შემდეგ წყვილი თანაცხოვრების 24 წლის თავს ითვლის, თუმცა ბედნიერი Hollywood-ური ოჯახის მრავალწლიანი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა.

დერეკი, დერეკ შეპარდი, პატრიკ დემპსი, ცოლი, ჯილიან დემპსი

ახალი ვარცხნილობა და ახალი სიყვარული

“გრეის ანატომიის” ვარსკვლავმა მომავალი მეუღლე თმის სალონში, 1994 წელს გაიცნო. პატრიკი იმ სილამაზის სალონს ესტუმრა, სადაც ჯილიანი იმ დროს სტილისტად მუშაობდა.

“კი, პირველივე დღეს გვქონდა ფლირტი” - პატრიკ დემპსი

მაშინ ორივე მათგანი სხვა ადამიანს ხვდებოდა, შესაბამისად, წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 1997 წელს დაიწყო. პატრიკისა და ჯილიანის პირველი პაემანი მსახიობის სახლში შედგა, სადაც დერეკ შეპარდის როლის შემსრულებელი მომავალ მეუღლეს “საშუალო დონეზე შესრულებული ლაზანიათი” გაუმასპინძლდა.

პატრიკ დემპსი, დერეკის ქორწილი, patrick dempsey wedding

წყვილმა ურთიერთობის დაწყებიდან 2 წლის თავზე იქორწინა. ცერემონია ოჯახისა და ახლობლების ვიწყო წრეში მეინში, დემპსების საგვარეულო სახლის ეზოში გაიმართა.

ოჯახი…

წყვილს სამი შვილი, უფროსი - თალულა ფაიფი და ტყუპი ბიჭები ჰყავთ. მიუხედავად ჯილიანის პროფესიისა, სტილისტი თავს ყველაზე ლამაზად უმაკიაჟოდ, საკუთარი ოჯახის გარემოცვაში გრძნობს.

პატრიკ დემპსის შვილები, ოჯახი, დერეკ შეპარდი

“მიყვარს, როდესაც ჩემს შვილებთან ერთად ვიცინი და ვხვდები, რომ პატრიკი მიყურებს. ეს მზერაა ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი”.

დათმობები…

2000-იანების დასაწყისში ჯილიანს Hollywood-ის სილამაზის ინდუსტრიაში უკვე მყარად ჰქონდა მოკიდებული ფეხი. სტილისტი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტებში.

ჯილიან დემპსი, პატრიკ დემპსის ცოლი, დერეკის ცოლი

ჯილიანს ეკუთვნის სპეციალურად “ჩარლის ანგელოზებისთვის” შექმნილი წითელი ტუჩსაცხი, Sweet Home Alabama-ში გამოყენებული ტუჩის გლოსი და კიდევ არა ერთი beauty პროდუქტი, რომელიც ეკრანზე ჩვენი საყვარელი გმირების სახეზე გვინახავს.

დერეკ შეპარდი, დერეკის ცოლი, გრეის ანატომია

პარალელურად, ახალგაზრდა პატრიკი კინო ინდუსტრიას იპყრობდა. ათობით მეორე ხარისხოვანი და შედარებით მცირე როლის შემდეგ, დემპსის იღბლიანი პროექტი ფილმი Enchanted აღმოჩნდა, რომელიც “გრეის ანატომიის” დაწყებიდან 2 წლის თავზე გამოვიდა. ლეგენდარულმა სერიალმა კი პოპულარობა მესამე სეზონის დაწყების შემდეგ მოიპოვა და “დერეკისა და მერედიტის” ისტორიის გულშემატკივრებად მილიონობით ადამიანი გვაქცია.

დერეკ შეპარდის ნამდვილი ცოლი, ჯილიან დემპსი, პატრიკ დემპსის ცოლი

წყვილის კარიერული წინსვლის პარალელურად, ოჯახში სიტუაცია დაიძაბა. 2015 წელს ჯილიანი და პატრიკი დაშორების პირას იყვნენ. People-ის ცნობით ქალმა სასამართლოში განქორწინების საბუთებიც კი შეიტანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყვილი ოჯახის დასათმობად მზად არ იყო.

“ჩვენ ოჯახურ თერაპიას 1 წელი დავუთმეთ. არც ის იყო მზად დანებებისათვის და არც მე” - აღნიშნა პატრიკმა ერთ-ერთ ინტერვიუში

ახალი დასაწყისი

ჯილიანი და პატრიკი მათი ურთიერთობის გადარჩენას “ახალ დასაწყისს” უწოდებენ. 2015 წლის შემდეგ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ჯილიანი საკუთარი beauty ბრენდისა და სილამაზის აპლიკაციის შემქმნელია. აპლიკაცია ათასობით beauty ტუტორიალს აერთიანებს, რომლებსაც თავი ერთ სივრცეში ჯილიანმა და მისმა გუნდმა მოუყარა. მომხმარებელი მარტივად ახერხებს მოიძიოს თმის, სახის მოვლის, თუ მაკიაჟის ტუტორიალი და ისწავლოს პროფესიონალებისგან.

რაც შეეხება პატრიკს, ლეგენდარული “გრეის ანატომიის” შემდეგ მსახიობს რამდენიმე წლიანი პაუზა ჰქონდა აღებული და მონაწილეობა სულ რამდენიმე პროექტში მიიღო.

“ პრიორიტეტი მისი კარიერა იყო. ახლა დრო მას სჭირდებოდა”

ferrari, ახალი ფილმი, პატრიკ დემპსი, ვენეციის ფესტივალი

დიდი დაბრუნება

პატრიკ დემპსი და მისი მეუღლე საზოგადოების წინაშე გასულ აგვისტოს, ვენეციის კინო ფესტივალზე გამოჩნდნენ, სადაც მსახიობის ახალი ფილმის - “Ferrari”-ის პრემიერა შედგა.

ზევით