რა არ ვიცით ტიმოთი შალამეს შესახებ

ტიმოტი შალამე დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოთხოვნადი მსახიობია. სულ რაღაც 28 წლის ასაკში, თავისი წარმოუდგენელი სამსახიობო ოსტატობითა და უდავო ხიბლით, მან უკვე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა კინოინდუსტრიაზე. დაწყებული Call Me By Your Name-ში შესრულებული როლით, რომლითაც რეალურად ტიმოთის აღმოჩენა მოხდა, Little Women-თა და Wonka-თი დასრულებული, შალამემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალაა. 

ორი კულტურის შვილი

ჰოლივუდელი ვარსკვლავი ნიუ-იორკში, Hell's Kitchen-ის უბანში დაიბადა. დედამისი, ნიკოლ ფლენდერი წარმოშობით რუს-ავსტრიელია, მამა კი ფრანგი. ტიმოთიმ ბავშვობისა და მოზრდილობის დიდი ნაწილი საფრანგეთში, მშობლიურ ქალაქსა და პატარა ქალაქს შორის გაატარა, ლიონიდან 2 საათის გზაზე. მსახიობმა, არა ერთხელ აღიარა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ კულტურებს შორის აღზრდის გამო, მან მნიშვნელოვანი პიროვნული ცვლილებები ადრეულ ასაკშივე განიცადა.

2017 წელს ფრანგულ გამოცემა Le Presse-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტიმოთიმ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიზმრებს ფრანგულად ნახულობდა.

ბავშვობის დიდი ოცნება

მანამ, სანამ თანამედროვე კინო ინდუსტრიას ტიმოთი შალამე მოევლინებოდა, საკუთარ თავში სამსახიობო უნარების აღმოჩენამდე, პატარა ტიმი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. ტიმოთი სკოლის გუნდში თამაშობდა და  6-დან 13-წლამდე ბავშვების მწვრთნელის მოვალეობასაც კი ასრულებდა. მსახიობმა, არა ერთხელ განმარტა, რომ ფეხბურთი ყოველთვის იყო მისი ცხოვრების ნაწილი და მას დღემდე ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა.

ჯენიფერ ენისტონის და ალ პაჩინოს კვალდაკვალ

Booker T. Washington-ში, შემოქმედებითი სივრცის არარსებობის გამო მიღებული ცუდი საგანმანათლებლო გამოცდილების შემდეგ, ტიმოთიმ სწავლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სამხატვრო სკოლაში: Fiorello H. The guard-ში განაგრძო. ეს იყო ადგილი, სადაც მსახიობმა საუკეთესოებისგან ისწავლა და ჰქონდა ის თავისუფლება, რომელიც დიდი მხატვრული უნარების გასავითარებლად სჭირდებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ტიმოთის ჰქონდა შესაძლებლობა ეთამაშა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა Cabaret and Sweet Charity. ნიუ-იორკის, ზემო ისტ-საიდზე მდებარე ამ პრესტიჟულ სკოლაში, ასევე სწავლობდნენ ისეთი დიდი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯენიფერ ენისტონი, აკვაფინა, სარა პოლსონი და მსახიობი და კინორეჟისორი ალ პაჩინო.

მსახიობი და

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ტიმოთის და პაულინა შალამეც მსახიობია. ძმის მსგავსად, პაულინამაც LaGuardia High School-ში ისწავლა, ამჟამად კი პროექტს Max’s The Sex Lives of College Girls-ში იღებს მონაწილეობას. ანტაგონისტური და-ძმური ჩხუბების შემდეგ, ტიმოთი აღიარებს, რომ პაულინა, დღეს, მისი საუკეთესო მეგობარია.

ერთ-ერთი, ცუდ გამოცდილებებს შორის

ტიმოთი, ვუდი ალენის ფილმზე: Rainy Day in New York-ზე სელენა გომესთან ერთად მუშაობდა, როდესაც რეჟისორი კიდევ ერთხელ, დიდ სკანდალში გაეხვა. ალენის შვილად აყვანილი ქალიშვილი დილან ფეროუ ამტკიცებდა, რომ ბავშვობაში და მოზარდობის პერიოდში რეჟისორის მხრიდან ძალადობას განიცდიდა. ამ განცხადებების შემდეგ, ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს აღარ სურდა ვუდი ალენთან მუშაობა, მეტიც ტიმოთი შალამემ აღნიშნა, რომ ძალიან ნანობდა საკუთარი შემოქმედებითი გზა ალენს რომ დაუკავშირა. 

2018 წელს, როდესაც Time's Up მოძრაობა დაიმკვიდრა, ტიმოთიმ Rainy Day in New York-დან მიღებული შემოსავალი სრულად მოძრაობის მხარდასაჭერად გადარიცხა.

თეატრალური კარიერა

ყველას არ აქვს იმის ბედნიერება, რომ ცხოვრებაში იმ ადამიანებთან ერთად იმუშაოს, რომლებსაც აღმერთებს, ტიმოთი იშვიათ გამონაკლისთა შორისაა. გარდა კინოსა, ტიმოთის სამსახიობო დებიუტი თეატრშიც შედგა. მსახიობმა, ლონდონის თეატრში, მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მწერალთან ემი ჰერცოგთან ერთად იმუშავა სპექტაკლზე, რომელშიც 21 წლის მოგზაურის როლს ასრულებდა.

მზადება ბობ დილანის როლისთვის

ოსტინ ბატლერის Elvis-დან Dune: Part Two-ში ბრწყინვალე ტრანსფორმაციის ხილვის შემდეგ, ტიმოთიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბობ დინალის როლისთვის მომზადებაში მას სწორედ ბატლერის Elvis-ის გუნდი დაეხმარება. გუნდის წევრებს შორის არიან: დიალექტის მწვრთნელი ტიმ მონიჩი, ვოკალის მწვრთნელი ერიკ ვეტრო და მოძრაობის მწვრთნელი პოლი ბენეტი. ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმს სახელწოდებით  A Complete Unknown, რეჟისორი ჯეიმს მანგოლდი გადაიღებს.

ზევით