#ცნობილები #სილამაზე

Juliette has a gun - ფრანგული ნიშ ბრენდის წვეულება და A-list სტუმრები

გაზიარება:

ქართულ პარფიუმერულ ბაზარს კიდევ ერთი ლეგენდარული, ფრანგული ბრენდი შემოუერთდა. ნინა რიჩის შვილიშვილის - რომანო რიჩის მიერ შექმნილი ბრენდის - Juliette has a gun ოფიციალური პრეზენტაცია სასტუმრო Radisson RED-ში, ცნობილი სახეების და ინფლუენსერების გარემოცვაში გაიმართა.

juliette has a gun, წვეულება, ლელა წურწუმია, ხატია შამუგია
ფოტოზე: ხატია შამუგია, ლელა წურწუმია

პარიზსა და გრასს შორის შექმნილი სუნამოს გმირი შექსპირის უკვდავი პერსონაჟის, ჯულიეტას, 21-ე საუკუნისეული ვერსიაა. ის თანამედროვეობას მეტაფორული იარაღით - მაცდური სუნამოთი ევლინება.

ცნობილ ბრენდს საქართველოში უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. საღამოზე მოწვეული სტუმრების დიდი ნაწილი Juliette has a gun-ის სუნამოების აქტიური მომხმარებელი აღმოჩნდა.

juliette has a gun, ცვალებადი ნიშნები, მსახიობები
ფოტოზე: ნია გუგავა, დათა ჩაჩუა, ნატალია ყიფშიძე, ბუკა თოლორდავა 

საღამო ბრენდის წარდგენით დაიწყო. ბრენდისა და Estel Georgia-ს შესახებ ინფორმაცია მანიკა ასათიანმა გაგვაცნო, რომელმაც საღამოს წამყვანის ამპლუა მოირგო. მოგვიანებით კი სცენა ცნობილი მოცეკვავის - ანა ლოლაძის გუნდმა დაიკავა და შეკრებილ სტუმრებს რამდენიმე თავბრუდამხვევი ცეკვა შესთავაზა.

juliette has a gun, ანა ლოლაძე, მოცეკვავეები

ფერადი კოქტეილებით, კლუბური განათება და DJ Anna Sué-ის სეტი ზუსტად იმ განწყობას ქმნიდა, რასაც ფრანგული ბრენდის არომატები გადმოსცემს - ემოციას, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე "უბრალოდ კარგი სურნელი". 

juliette has a gun, Anna Sue, DJ, წვეულება, პრეზენტაცია
ფოტოზე: DJ Anna Sué

აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი, Estel Georgia გახლავთ, რომელიც პორტფოლიოში ათეულობით ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს. ზემოთ ხსენებული საღამოს ორგანიზებაც სწორედ ჰოლდინგის ქართული წარმომადგენლობის ანგარიშზეა.

juliette has a gun, ალექსანდრა პაიჭაძე, მოდელი
ფოტოზე: ალექსანდრა პაიჭაძე

საღამო ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ირჩევენ Juliette Has a Gun-ს - ამ მესიჯის მატარებელი გახლდათ წვეულება, რომლის შემდეგაც ეჭვი არ გვეპარება, რომ ნიშ პარფიუმერიის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი ჩვენგანი გახდება.

Juliette has a gun, სუნამო, ნიშ ბრენდი, estel georgia, estel geo

 

ზევით